,,კოორდინატის" საცხოვრებელი გარემო და გამორჩეული ინფრასტრუქტურა

კარგი ბინა სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. ერთისთვის გადამწყვეტი შეიძლება იყოს გამწვანებული ეზო და ბავშვებისთვის უსაფრთხო სივრცე, მეორისთვის - პარკინგი ან სპორტული ინფრასტრუქტურა. განსხვავებულია ცხოვრების რიტმიც: ზოგისთვის დღის დიდი ნაწილი სახლიდან მუშაობაში გადის, ოჯახისთვის კი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეზოსა და პარკში გრძელდება. ამიტომ საცხოვრებელი გარემოს შეფასება მხოლოდ ბინის ფართობით, გეგმარებითა და ხედით ვერ შემოიფარგლება - ანალიზში ის სივრცეებიც უნდა მოხვდეს, რომლებსაც მაცხოვრებელი ბინის კარს მიღმა ყოველდღიურად იყენებს.
„კოორდინატში’’ ეს ნაწილი რამდენიმე განსხვავებულ სივრცესა და სერვისს მოიცავს. პროექტში გათვალისწინებულია 1 ჰექტარი პარკი და გამწვანებული ეზო. მულტიფუნქციური სივრცეები სამუშაოსთვის, სპორტისა და დასვენებისთვის არის მოწყობილი. ცალკე არის ორდონიანი შიდა პარკინგი შესაბამისი სერვისებით, მაცხოვრებლებზე ზრუნვის გუნდი კი კომპლექსში ყოველდღიური მომსახურების ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი.
1 ჰექტარი ტერიტორია დასვენებისა და აქტივობისთვის
კომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილ 1 ჰექტარ პარკს, დეკორატიულ ფუნქციასთან ერთად ყოველდღიური გამოყენების დანიშნულებაც აქვს. აქ შესაძლებელია პიკნიკის მოწყობა, ღია ცის ქვეშ ვარჯიში, სეირნობა და უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გატარება. ტერიტორიის მასშტაბი სხვადასხვა ტიპის აქტივობებისთვის საკმარის სივრცეს ტოვებს.
პარკში ცალკე არის მოწყობილი საბავშვო სივრცე, რომლის ინფრასტრუქტურაც ბავშვების საჭიროებებზეა გათვლილი. ასევე გათვალისწინებულია შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი ზონა.
პარკის კიდევ ერთი ნაწილია იზოლირებული მოსასვენებელი სივრცეები, სადაც მაცხოვრებელს უფრო მშვიდ გარემოში ყოფნა შეუძლია. ამ შემთხვევაში დასვენებისთვის ქალაქის სხვა ნაწილში გადაადგილება აუცილებელი აღარ არის - ყველაფერი, რაც გჭირდებათ, საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზეა.
მულტიფუნქციური გარემო ყოველდღიური ცხოვრებისთვის
კომპლექსის ტერიტორიაზეა საოფისე ბლოკი და Co-working სივრცე, რომელშიც დაგხვდებათ ინდივიდუალური სამუშაო მაგიდები, საერთო სამუშაო ზონები, შეხვედრების ოთახები და დასასვენებელი კუთხეები. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც დისტანციურად მუშაობს, შეხვედრებს ატარებს ან სამუშაო დღის ნაწილის სახლიდან გარეთ გატარება ურჩევნია - ეს სივრცეც, ბუნებრივია, საცხოვრებელ კომპლექსშივეა.
სამუშაო სივრცეებს სპორტული ინფრასტრუქტურაც ემატება. ტერიტორიაზე მოწყობილია პადელისა და ბადმინტონის მოედნები, სადაც შესაძლებელია როგორც ვარჯიში, ისე სამოყვარულო მატჩების გამართვა. ასეთი სივრცის არსებობის გამო, ვარჯიშისთვის ცალკე ლოკაციის მოძებნა და ქალაქის სხვა ნაწილში გადაადგილება აუცილებელი აღარ არის. თანაც, მოედნებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც დამწყებებს, ისე მათ, ვისაც უკვე აქვს შესაბამისი გამოცდილება.
მულტიფუნქციურ გარემოს Food Court აგვირგვინებს, სადაც რამდენიმე განსხვავებული კვების ობიექტია თავმოყრილი. ამავე ტერიტორიაზეა განთავსებული კაფეები, რესტორნები, სუპერმარკეტი, ბანკი და აფთიაქი.
მანქანებისგან თავისუფალი ეზო
ეზოს დაგეგმვისას ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი იყო მიწისზედა სივრცის სრულად გათავისუფლება მანქანებისგან. ,,კოორდინატში’’ სახლიდან გამოსვლისას მაცხოვრებელი პირდაპირ საფეხმავლო სივრცეში ხვდება, ბავშვებს კი ეზოში გადაადგილება უფრო თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში შეუძლიათ.
ეზოში საფეხმავლო ბილიკები კომპლექსის სხვადასხვა ნაწილს - შესასვლელებს, დასასვენებელ ზონებსა და საერთო სივრცეებს, ერთმანეთთან ისე აკავშირებს, რომ მაცხოვრებლების გადაადგილებას ავტომობილები ხელს არ უშლის. ეს განსაკუთრებით კომფორტულია დღის იმ მონაკვეთებში, როცა სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, სივრცე უფრო აქტიური ხდება.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხმაურის დონეზეც აისახება. ეზოში არ ისმის ძრავების ხმა, არ არსებობს პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემა და ,,კოორდინატის’’ მობინადრეებს არ აწუხებთ გამონაბოლქვი. აქ ეზო არის სამეზობლო ცხოვრების ნაწილი: ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, საუბრობენ, სეირნობენ და დროს მშვიდ გარემოში, სასიამოვნოდ ატარებენ.
ორდონიანი პარკინგი დამატებითი სერვისებით
,,კოორდინატში’’ ორდონიანი მიწისქვეშა სივრცე უსაფრთხოებასთან ერთად, ყოველდღიური გადაადგილების გამარტივებაზეც არის გათვლილი. პარკინგის შესასვლელთან დამონტაჟებულია ჭკვიანი შლაგბაუმი, რომელიც ავტომობილის სანომრე ნიშნებს ავტომატურად ამოიცნობს. მაცხოვრებელს აღარ სჭირდება ბარათის ან გასაღების მოძებნა, უცხო ავტომობილების გადაადგილება კი მკაცრად კონტროლდება.
პარკინგის ინფრასტრუქტურა ავტომობილის ყოველდღიური გამოყენების სხვა საჭიროებებსაც ითვალისწინებს. ტერიტორიაზე მოწყობილია ელექტრომობილების დამტენები და ხელმისაწვდომია ავტომობილის რეცხვის სერვისი. ცალკე გამოყოფილია სათავსოებიც, სადაც შესაძლებელია პირადი ნივთების შენახვა - მაგალითად, სეზონური საბურავების, სპორტული ინვენტარის ან სხვა იშვიათად გამოსაყენებელი ნივთების. ასეთი სივრცე განსაკუთრებით პრაქტიკულია მათთვის, ვისაც სახლში დამატებითი სათავსოს გამოყოფა არ სურს.
კომფორტი, რომელიც დეტალებში ჩანს
„კოორდინატის’’ ბიზნესკლასის კომპლექსში გათვალისწინებულია ისეთი დეტალებიც, რომლებიც ყოველდღიურ სიტუაციებში განსაკუთრებით პრაქტიკულია. ლობის სივრცეში, მაგალითად, მაცხოვრებლებს დახვდებათ ამანათების მიღებისთვის განკუთვნილი ზონა და ბარგის შესანახი ადგილი. ასევე არის ბავშვებისთვის სათამაშო კუთხე, ხოლო საფოსტო გზავნილებისთვის - სპეციალურად გამოყოფილი სივრცე. ასეთი დეტალები განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა მაცხოვრებელს რამდენიმე სხვადასხვა საქმის ერთდროულად მოგვარება უწევს.
ყურადღება გამახვილებულია ისეთ საჭიროებებზეც, რომლებიც სახლში დაბრუნების ან სახლიდან გასვლის პროცესს უკავშირდება. პარკინგზე შესაძლებელია სავაჭრო ურიკის გამოყენება, ბინასთან ახლოს კი მძიმე ჩანთებისთვის სპეციალური საკიდია გათვალისწინებული. მაცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომია ქოლგები და საწვიმრები, ველოსიპედისა და სკუტერისთვის კი ცალკე სადგომი და დამტენი სივრცეა მოწყობილი.
ყოველდღიური საკითხების ორგანიზებაში ,,კოორდინატის’’ მობინადრეებს სპეციალური გუნდი ეხმარება. კომპლექსში მოქმედებს კონსიერჟის სერვისი და 24/7 უსაფრთხოების სისტემა, საერთო სივრცეებზე კი დასუფთავების სამსახური ზრუნავს.
„კოორდინატში’’ ასეთი დეტალების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა, თუმცა მათი საერთო მიზანი ერთია - გახადოს ყოველდღიური ცხოვრება უფრო მარტივი და კომფორტული, რათა მაცხოვრებელმა საკუთარი დრო და ენერგია მნიშვნელოვნად დაზოგოს.
საცხოვრებელი გარემო, რომელშიც ყველაფერია გათვალისწინებული
„კოორდინატის’’ მაგალითზე კარგად ჩანს, რომ აქ თითოეულ სერვისს, სივრცესა და ელემენტს საკუთარი ფუნქცია აქვს. მათი ერთ პროექტში თავმოყრა კი უკვე სულ სხვა გამოცდილებას ქმნის - პარკი, მულტიფუნქციური სივრცეები, ეზო, პარკინგი და მაცხოვრებლებზე ზრუნვის სერვისები ცალ-ცალკე აღებულიც საკმარისია, რომ ბინის შერჩევისას გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს, თუმცა, როცა ეს ელემენტები ერთმანეთთან ერთ სისტემაში ერთიანდება, უფრო ცხადი ხდება, რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს ყოველდღიურობა ერთსა და იმავე ქალაქში, ერთმანეთისგან სულ რამდენიმე ეზოს დაშორებით მდებარე ორ სხვადასხვა კომპლექსში.
ზოგადად, პროექტების შედარებისას ფასი, ფართობი, სართული და ხედები ყველაზე მარტივად შესადარებელი კრიტერიუმებია. განსხვავება ხშირად იმ დეტალებში იკვეთება, რომლებიც უშუალოდ ბინის შიგნით არ ჩანს: რამდენად მარტივად გადაადგილდები, რამდენი დრო გჭირდება ყოველდღიური საქმეებისთვის და როგორი სივრცე გხვდება მაშინ, როცა სახლში ბრუნდები. ამ საკითხების ერთობლიობა ყველაზე ნათლად განსაზღვრავს, რამდენად პრაქტიკული და კომფორტული აღმოჩნდება არჩევანი გრძელვადიან პერსპექტივაში.
თუ ბინას ახლა არჩევთ და ერთმანეთს სხვადასხვა პროექტს ადარებთ, საცხოვრებელი გარემოს ცალკე კრიტერიუმად განხილვა გადაწყვეტილების მიღებისას უფრო სრულ სურათს დაგანახებთ, ხოლო რაც შეეხება, „კოორდინატს’’, პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ამავე ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ, დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი დაგვიკავშირდით და მოითხოვეთ ნდივიდუალური კონსულტაცია.
ხშირად დასმული კითხვები - FAQ
რატომ არის მნიშვნელოვანი საცხოვრებელი გარემო ბინის არჩევისას?
ბინის კომფორტს მხოლოდ მისი შიდა მახასიათებლები არ განსაზღვრავს. ყოველდღიურობაზე გავლენას ახდენს ისიც, რამდენად მარტივად შეგიძლია პარკში გასეირნება, სამუშაოსთვის შესაბამისი სივრცის გამოყენება, მანქანის დაყენება ან საჭირო სერვისებით სარგებლობა. საცხოვრებელი გარემოს წინასწარ შეფასება გეხმარება გაიგო, რამდენად შეესაბამება კონკრეტული პროექტი შენი ცხოვრების რიტმს და რამდენად პრაქტიკული იქნება ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
რა ინფრასტრუქტურაა გათვალისწინებული „კოორდინატში’’?
„კოორდინატის’’ ინფრასტრუქტურა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. კომპლექსის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 1 ჰექტარი პარკი, გამწვანებული ეზო, საბავშვო და შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი ზონები, სამუშაო და სპორტული სივრცეები. აქ დაგხვდებათ Food Court, კაფეები, რესტორნები, სუპერმარკეტი, ბანკი და აფთიაქი. აგრეთვე, ორდონიანი მიწისქვეშა პარკინგი, კონსიერჟის სერვისი და 24/7 დაცვა.
ვისთვის შეიძლება იყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მულტიფუნქციური საცხოვრებელი გარემო?
მულტიფუნქციური საცხოვრებელი გარემო განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც დღის განმავლობაში სხვადასხვა საქმისთვის ქალაქში ხშირი გადაადგილება უწევს. ის შეიძლება ასევე კრიტიკულად აუცილებელი იყოს დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის, აქტიური ცხოვრების წესის მქონე მაცხოვრებლებისთვის, ოჯახებისთვის და მათთვის, ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში დროის დაზოგვას და სხვადასხვა საჭიროებისთვის სახლთან ახლოს მდებარე სივრცეების გამოყენებას ანიჭებს უპირატესობას.
მედია & სიახლეები

მშენებლობის ხარისხი ,,კოორდინატში’’: მასალები, ტექნოლოგიები და ჩაბარების სტანდარტი
წაიკითხე სრულად
-(1)-large.webp)
ბინები ემიგრანტებისთვის - დისტანციურად შეძენის შესაძლებლობები და პირობები
წაიკითხე სრულად

ბინის ყიდვა იპოთეკით - ეტაპობრივი გზამკვლევი | ,,კოორდინატი’’
წაიკითხე სრულად