Keystone Investments-ის დეველოპერული ხედვა და სამშენებლო კომპანია NADA Construction: „კოორდინატის’’ კონცეფცია
-large.webp)
თბილისში სამშენებლო კომპანიების არჩევა იშვიათად არის მარტივი. ბაზარზე უამრავი სახელია, საკუთარ თავს ყველა საუკეთესოდ წარმოაჩენს, საბოლოოდ კი მყიდველი ერთი მთავარი კითხვის წინაშე რჩება - ვის შეიძლება ენდო? სწორედ ამ ნდობის ფაქტორზე აგებს საკუთარ სტრატეგიას საინვესტიციო ჰოლდინგი Keystone Investments, რომელიც ბაზარზე 10+ წლიანი გამოცდილებითა და 100 მილიონ დოლარზე მეტი საინვესტიციო პორტფელით ოპერირებს. Keystone Investments-მა კარგად იცის, რომ ხარისხის გარანტია პროფესიონალთა კოლაბორაციაშია. სწორედ ამიტომ, პროექტ „კოორდინატის“ განსახორციელებლად მან პარტნიორად საერთაშორისო მასშტაბის სამშენებლო კომპანია NADA Construction შეარჩია - მრავალპროფილური კონტრაქტორი, რომლის პორტფელიც ისეთ გიგანტებს მოიცავს, როგორიცაა: Hilton და Four Seasons.
2016 წლიდან დღემდე - გზა, რომელიც მუდმივ განვითარებასა და ახალ მასშტაბებზე გადის
Keystone Investments 2016 წელს გამოჩნდა - იმ პერიოდში, როდესაც ქართული უძრავი ქონების ბაზარი განვითარების ახალ, უფრო კონკურენტულ ეტაპზე გადადიოდა. მიუხედავად სექტორის გააქტიურებისა, ბაზარზე კვლავ დეფიციტური იყო ისეთი სანდო პარტნიორი, რომელიც მომხმარებელს გრძელვადიან ხედვას შესთავაზებდა. სწორედ ამ გამოწვევამ განაპირობა კომპანიის გადაწყვეტილება, თავიდანვე სრულიად განსხვავებული გზა აერჩია: აქცენტი გაკეთდა არა სწრაფ მოგებაზე, არამედ სტრატეგიულ მიდგომაზე. შედეგად, შეიქმნა მოდელი, რომელიც როგორც ბიზნესისთვის, ისე ქვეყნისთვის, რეალურ ეკონომიკურ ღირებულებას ქმნის.
წლების განმავლობაში Keystone Investments-მა საინვესტიციო პორტფელი ეტაპობრივად გააფართოვა და სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულება: აგრო, ენერგეტიკა და უძრავი ქონება მოიცვა, თუმცა სწორედ დეველოპმენტი იქცა იმ სფეროდ, სადაც ჰოლდინგის ხელწერა ყველაზე მკაფიოდ გამოიკვეთა. დღეს საინვესტიციო პროექტების ჯამური მოცულობა 100 მილიონ დოლარს აჭარბებს, ეს რიცხვი არა მხოლოდ ზრდის მასშტაბს, არამედ იმ პასუხისმგებლობასაც ასახავს, რომელიც კომპანიამ პარტნიორებისა და ინვესტორების წინაშე აიღო.
რა თქმა უნდა, გზა, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ, მარტივი არ ყოფილა. დინამიკური ბაზარი სანდო დეველოპერული კომპანიისგან მოთმინებას, ღრმა ანალიზსა და გაბედულ, მაგრამ გააზრებულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. საინვესტიციო ჰოლდინგმა Keystone Investments-მა ყოველ ახალ ეტაპზე შეინარჩუნა საკუთარი პრინციპები: გამჭვირვალობა, რისკების გონივრული მართვა და ინოვაციურობა. აქ ყოველი ნაბიჯი არა მხოლოდ მიმდინარე შედეგის, არამედ მომავალი ათწლეულის გათვალისწინებით იდგმება.
რატომ ირჩევენ დეველოპერულ კომპანია ,,კოორდინატს’’? 4 ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც განსხვავებას ქმნის
პირველი და, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი გამჭვირვალობაა - სიტყვა, რომელიც ქართულ სამშენებლო ბაზარზე ხშირად კონტექსტის გარეშე ისმის, Keystone Investments-ისთვის ყოველდღიური პრაქტიკაა: პარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაციით, მკაფიო ხელშეკრულებებითა და მშენებლობის პროცესის შესახებ ღია ანგარიშგებით. სწორედ ეს გამჭვირვალობა ქმნის იმ სიმყარეს, რომელზეც გრძელვადიანი ნდობა და სტაბილური შედეგები შენდება.
მეორე და მესამე პრინციპი - გრძელვადიანი ხედვა და რისკების გონივრული მართვა - ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. აქ ლოკაციის, ბაზრის ტენდენციებისა და ფინანსური მოდელების შეფასება იმ პროფესიულ სტანდარტს ეფუძნება, რომელიც პასუხისმგებლიანი დეველოპმენტის ფუნდამენტს ქმნის. ეს მიდგომა კი, თავის მხრივ, მყიდველისთვის უპირველესად უსაფრთხოების გარანტიაა - იმის დასტური, რომ კომპანია სტაბილურად აგრძელებს ოპერირებას და ყველა აღებულ ვალდებულებას პირნათლად ასრულებს.
მეოთხე პრინციპი, ინოვაციურობა, ის ფაქტორია, რომელიც Keystone Investments-ის პროექტებს ფუნქციურ და ვიზუალურ დონეზე გამოარჩევს. მულტიფუნქციური სივრცეები, თანამედროვე კონცეფცია და არქიტექტურული გადაწყვეტები, რომლებიც ქალაქის ურბანულ ხასიათს პასუხობს, შემთხვევითი არ არის. ეს იმ გუნდის მუშაობის შედეგია, რომელიც ბაზრის ტენდენციებს კი არ მიჰყვება, არამედ მუდმივად წინ უსწრებს.
,,კოორდინატი’’ - საინვესტიციო ჰოლდინგის, Keystone Investments-ის ბიზნესკლასის პროექტი ორთაჭალაში
ეს სწრაფვა, დაასწრო დროს და შექმნა ხვალინდელი დღის სტანდარტი, გახდა „კოორდინატის’’ მთავარი ამოსავალი წერტილი. ამ ხედვის განსახორციელებლად კი ორთაჭალა, თავისი სიმშვიდითა და სტრატეგიული მდებარეობით, საუკეთესო გარემო აღმოჩნდა. „კოორდინატი“ ზუსტად პასუხობს თანამედროვე ადამიანის მოთხოვნას: იცხოვროს იქ, სადაც ქალაქის ენერგია და პირადი სივრცისთვის საჭირო სიმშვიდე თანაბრად იგრძნობა.
ეს ბალანსი პროექტის მასშტაბშიც აისახება: „კოორდინატი’’ სამი საცხოვრებელი და ერთი კომერციული ბლოკისგან შემდგარი მულტიფუნქციური კომპლექსია, რომლის არქიტექტურული კონცეფციაც გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის. აქ 11 000 მ² სრულად ინფრასტრუქტურას ეთმობა - ეს ფართობი მთლიანად მოიცავს ერთ ჰექტარ რეკრეაციულ პარკს, ბიზნესცენტრს, Co-working სივრცესა და სპორტულ მოედნებს.
ვინ ირჩევს ,,კოორდინატს’’ და რატომ?
მათთვის, ვინც შვილებისთვის ქალაქის ცენტრში ჯანსაღ გარემოს ეძებს, „კოორდინატი’’ საუკეთესო ალტერნატივაა. ერთი ჰექტარი რეკრეაციული პარკი, საბავშვო მოედნები და 24/7 დაცვა იმ ძირითადი მოთხოვნების პასუხია, რასაც მშობლები უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შერჩევისას, სამშენებლო კომპანიას უწესებენ. ქალაქის ცენტრში ასეთი მასშტაბის ეზო კი ცალსახად იშვიათი პრივილეგიაა.
აქტიური პროფესიონალებისა და ახალგაზრდა წყვილებისთვის „კოორდინატი“ სხვა მიზეზით არის საინტერესო. ბიზნესცენტრი, Co-working სივრცე, ფუდკორტი და სპორტული მოედნები იმ ადამიანებისთვისაა შექმნილი, ვინც ყოველდღიურობაში ფუნქციურ მრავალფეროვნებას აფასებს. აქ ეს ყველაფერი ერთიან, თვითკმარ გარემოს ქმნის, რომელიც მობინადრეს სრულ თავისუფლებას ანიჭებს. ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერი აქტივობა, საქმიანი შეხვედრა, ფიზიკური დატვირთვა თუ მეგობრებთან ერთად ვახშამი, პირდაპირ საცხოვრებელ მისამართზეა შესაძლებელი.
საინვესტიციო თვალსაზრისით, „კოორდინატი’’ Keystone-ის პორტფელის გამორჩეული ნაწილია. გიორგი ხმალაძის არქიტექტურა, ორთაჭალის მზარდი პოტენციალი და „საქართველოს ბანკთან’’ პარტნიორობა ქმნის იმ საძირკველს, რომელიც შენაძენის ლიკვიდურობასა და ფინანსურ სტაბილურობას გრძელვადიან პერსპექტივაში განაპირობებს.
შექმენით თქვენი ისტორია „კოორდინატში’’
„კოორდინატის’’ შერჩევით თქვენ იღებთ გარემოს, რომელიც Keystone Investments-ის მრავალწლიანი პრაქტიკის ყველაზე პრაგმატული გამოხატულებაა. პროექტის დაგეგმარებისას სამშენებლო კომპანია ფოკუსირებული იყო იმ რეალურ საჭიროებებზე, რაც მობინადრეს ყოველდღიურად სჭირდება: დაცული პარკინგი, მოწესრიგებული რეკრეაციული ზონა და გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა. აქ ყოველი კუთხე პასუხობს იმ სტანდარტს, რომელიც საინვესტიციო ჰოლდინგმა, Keystone Investments-მა ბაზარზე ათწლიანი ოპერირების განმავლობაში დაამკვიდრა.
ჩვენ გვჯერა, რომ რაციონალური გადაწყვეტილების მისაღებად ადგილზე სტუმრობა საუკეთესო პრაქტიკაა, მით უმეტეს, რომ საბოლოო არჩევანი ყოველთვის ფაქტებსა და პირად შთაბეჭდილებას ეყრდნობა. ამიტომ, გვეწვიეთ ორთაჭალაში, გაეცანით დეტალებს და თავად შეაფასეთ ის ხარისხი, რომლითაც დეველოპერული კომპანია ,,კოორდინატი’’ ბაზარზე გამორჩეულ ადგილს იკავებს.
ხშირად დასმული კითხვები - FAQ
რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს სამშენებლო კომპანიები თბილისში არჩევანის გაკეთებისას?
როდესაც შერჩევის ეტაპზე სხვადასხვა სამშენებლო კომპანიას განიხილავენ, ხშირად გადამწყვეტია მათი გამოცდილება, ფინანსური სტაბილურობა და პარტნიორების რეპუტაცია.
„კოორდინატის’’ მშენებლობას NADA Construction ახორციელებს. ეს არის სამშენებლო კომპანია, რომლის მრავალწლიანი გამოცდილება ისეთ გლობალურ პროექტებს მოიცავს, როგორიცაა Hilton და Four Seasons.
რა ტიპის ინფრასტრუქტურას სთავაზობს „კოორდინატი’’ თავის მობინადრეებს?
„კოორდინატი’’ არის ბიზნესკლასის მულტიფუნქციური კომპლექსი, სადაც ყოველი დეტალი მობინადრის კომფორტზეა მორგებული. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი სამშენებლო კომპანია უნდა ზრუნავდეს რეკრეაციაზე, ამიტომ ჩვენს პროექტში 11 000 კვადრატული მეტრი სრულად ინფრასტრუქტურას ეთმობა. აქ დაგხვდებათ ერთი ჰექტარი დაცული პარკი, ბიზნესცენტრი, Co-working სივრცე, სპორტული მოედნები და ფუდკორტი.
როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ შერჩეული სამშენებლო კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს დროულად შეასრულებს?
იმისათვის, რომ გაარკვიოთ, რამდენად სანდოა თქვენ მიერ შერჩეული სამშენებლო კომპანია, აუცილებელია, გადახედოთ მის მიერ უკვე რეალიზებულ პროექტებს და პარტნიორ ორგანიზაციებს. მშენებლობის ვადების დაცვა პირდაპირ კავშირშია კომპანიის ფინანსურ მდგრადობასთან, ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რომელი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები უჭერენ მას მხარს.
რამდენად განსაზღვრავს არქიტექტურული კონცეფცია უძრავი ქონების საინვესტიციო ღირებულებას გრძელვადიან პერსპექტივაში?
პროექტ „კოორდინატის“ არქიტექტურა, რომელიც გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის, პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ლიკვიდურობაზე. როდესაც სამშენებლო კომპანია თანამშრომლობს მრავალწლიანი გამოცდილებისა და მაღალი რეპუტაციის მქონე პროფესიონალებთან, ცხადია, ეს ავტომატურად ზრდის პროექტის სტატუსსა და ღირებულებას.
მედია & სიახლეები
-(1)-large.webp)
ბინები ემიგრანტებისთვის - დისტანციურად შეძენის შესაძლებლობები და პირობები
წაიკითხე სრულად

ბინის ყიდვა იპოთეკით - ეტაპობრივი გზამკვლევი | ,,კოორდინატი’’
წაიკითხე სრულად
-large.webp)
ბინების ფასი „კოორდინატში’’ - რა ღირს კვადრატული ორთაჭალაში?
წაიკითხე სრულად