უკან დაბრუნება

NADA Construction — საერთაშორისო გამოცდილება „კოორდინატის“ მშენებლობის უკან

კოორდინატის მშენებლობას ახორციელებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია NADA Construction - მრავალპროფილური კონტრაქტორი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში უკვე წლებია ახორციელებს მასშტაბურ სამშენებლო, სარემონტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. კომპანია 2013 წლიდან ოპერირებს აზერბაიჯანში, ხოლო 2024 წლიდან აქტიურად მუშაობს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის პორტფელი მოიცავს სასტუმროებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, სამრეწველო ობიექტებს, კომერციულ შენობებსა და სახელმწიფო ინფრასტრუქტურას.

წლების განმავლობაში კომპანიამ მონაწილეობა მიიღო არაერთ საკვანძო რეგიონულ პროექტში, მათ შორისაა Four Seasons-ისა და Hilton-ის სასტუმროები ბაქოში, შაჰდაღის სამთო კურორტის კომპლექსები, Sea Breeze-ის საცხოვრებელი პროექტები, ეროვნული ბანკის შენობები, ქარხნები, ლოჯისტიკური ჰაბები და ქალაქების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტები. ეს პორტფელი ნათლად აჩვენებს NADA Construction-ის შესაძლებლობას იმუშაოს განსხვავებულ სექტორებში და მართოს ტექნიკურად რთული, დიდი მოცულობის პროექტები.

NADA Construction საქართველოში სწრაფად ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი მასშტაბური და ტექნიკურად ძლიერი სამშენებლო კომპანია, რომელიც ახორციელებს რთულ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ქვეყნის მასშტაბით კომპანიას უკვე 500-მდე დასაქმებული ჰყავს, რაც მის ოპერაციულ სიმძლავრესა და გრძელვადიან ხედვაზე მიუთითებს.

NADA-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ფართო ტექნიკური ბაზაა. კომპანია ფლობს მძიმე სამშენებლო ტექნიკას - სატვირთოებს, ექსკავატორებს, კოშკურა ამწეებსა და სპეციალიზებულ მანქანა-დანადგარებს — რაც საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად შეასრულოს მაღალი მოცულობის მიწის სამუშაოები, კონსტრუქციული ეტაპები და ინფრასტრუქტურული მშენებლობა, პროცესების ოპტიმიზაციითა და მკაცრი ვადების დაცვით.

სწორედ ამ გამოცდილებისა და მასშტაბის გამო ბიზნეს კლასის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსისა და ბიზნეს ცენტრის - „კოორდინატის“ -მშენებლობას NADA Construction განახორციელებს. კომპანიის ურბანული განვითარების პროექტებში დაგროვილი ცოდნა, საინჟინრო კომპეტენცია და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა ქმნის გარანტიას, რომ კომპლექსის მშენებლობა ჩაბარდა კომპანიას, რომელსაც შეუძლია პრემიუმ კლასის პროექტის ხარისხიანად, პასუხისმგებლობით და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად განხორციელება.

მედია & სიახლეები

ბინები ემიგრანტებისთვის კოორდინატში

ბინები ემიგრანტებისთვის - დისტანციურად შეძენის შესაძლებლობები და პირობები

წაიკითხე სრულად

ბინის ყიდვა იპოთეკით

ბინის ყიდვა იპოთეკით - ეტაპობრივი გზამკვლევი | ,,კოორდინატი’’

წაიკითხე სრულად

ბინების ფასი კოორდინატში

ბინების ფასი „კოორდინატში’’ - რა ღირს კვადრატული ორთაჭალაში?

წაიკითხე სრულად