უკან დაბრუნება

20-წლიანი გამოცდილება თითოეული გადაწყვეტილების უკან: საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოსა (GREA) და „კოორდინატის’’ ერთობლივი სტანდარტი

დღეს, როცა კოორდინატი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მისამართად იქცა, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი და შერჩეული სტრატეგია კიდევ უფრო მკაფიოდ აისახება შედეგებში. ჩვენთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ ასეთი მასშტაბის პროექტს შესაბამისი კომერციული მართვა სჭირდებოდა, სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებას ექსკლუზიურად საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) უძღვება. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ მყიდველს საქმე აქვს პროფესიონალებთან, რომლებმაც უძრავი ქონების სრული ციკლი ზედმიწევნით იციან.

„ბაზარზე ამბიციური განაცხადით გამოვედით და ამ გამოწვევას GREA-სთან ერთად წარმატებით ვპასუხობთ. ჩვენი მიზანი იყო, მთელი რესურსი მშენებლობის ხარისხზე მიგვემართა, კომერციული ნაწილი კი იმ გუნდისთვის მიგვენდო, ვისთანაც საერთო ღირებულებები გვაკავშირებს’’, - აღნიშნავს ,,კოორდინატის’’ დირექტორი, ლევან ტაბუციძე.

ეს პარტნიორობა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ აძლიერებს სწორი კომერციული ხედვა დეველოპერის ჩანაფიქრს და როგორ ხდება ბინები ორთაჭალაში საუკეთესო საინვესტიციო არჩევანი.

 

კოორდინატი და საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) - საწყისი წერტილიდან საერთო მიზნამდე

ჩვენი და GREA-ს პარტნიორობა იმ ეტაპზე დაიწყო, როდესაც „კოორდინატი’’ ჯერ კიდევ კონცეფციის სტადიაზე იყო. GREA-ს გუნდი პროექტში არა მზა პროდუქტის რეალიზაციისთვის, არამედ იმისთვის ჩაერთო, რომ კომერციული ხედვა თავიდანვე კომპლექსის განვითარების საფუძველი გამხდარიყო. ეს პროცესი მოიცავდა ყველაფერს: ბინების ტიპოლოგიისა და ფართობების ოპტიმიზაციას, გაყიდვების სტრატეგიასა და კლიენტთან კომუნიკაციის უნიკალურ სტანდარტს. ასეთი მჭიდრო თანამონაწილეობის წყალობით, საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს (GREA) გუნდისთვის პროექტის არცერთი დეტალი არ არის უცნობი. მათ ზედმიწევნით იციან კომპლექსში არსებული ყველა ბინის უპირატესობა, რაც საშუალებას აძლევთ, მყიდველს სწორედ ის გადაწყვეტილება შესთავაზონ, რომელიც თითოეულის ცხოვრების სტილს საუკეთესოდ მოერგება.

ეს მიდგომა ფუნდამენტურად ცვლის მყიდველთან ურთიერთობის ხასიათს. საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს (GREA) გუნდი ყოველ დაინტერესებულ ადამიანს ხვდება არა სტანდარტული შაბლონური ფრაზებით, არამედ იმ სიღრმისეული ცოდნით, რომელიც მხოლოდ მაშინ გროვდება, როცა პროდუქტის შექმნის ყველა ეტაპს თავად ესწრები. „კოორდინატის’’ მასშტაბიდან და ამბიციიდან გამომდინარე, ეს ექსკლუზიური პარტნიორობა ჩვენთვის საერთო პასუხისმგებლობაა იმ საბოლოო შედეგზე, რომელსაც მაცხოვრებელი კომპლექსში შესვლისას იგრძნობს.

 

პერსონალიზებული გამოცდილება: როგორ შეარჩევთ თქვენს მომავალ საცხოვრებელს?

„კოორდინატში’’ ბინის შერჩევა სტანდარტულ კომერციულ პროცესს არ ჰგავს. აქ  გაყიდვების გუნდის პრიორიტეტი თითოეული ადამიანის ინტერესების გათვალისწინებაა. პროცესი ყოველთვის მყიდველის საჭიროებების იდენტიფიცირებით იწყება - იმის გარკვევით, თუ რა არის პრიორიტეტული მომავალი მობინადრის ყოველდღიურობისთვის. სწორედ ამ მოთხოვნების ანალიზის საფუძველზე იქმნება მასზე მორგებული შეთავაზება და იწყება იდეალური სივრცის ძიება, იქნება ეს ოჯახისთვის გათვლილი აპარტამენტი თუ საინვესტიციო მიზნით შეძენილი უძრავი ქონება.

„ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ თითოეული მყიდველისთვის ,,კოორდინატში’’ ბინის შერჩევა იყოს ის ნაბიჯი, რომელიც მას წლების შემდეგაც სიმშვიდისა და კმაყოფილების განცდას მოუტანს’’, - აღნიშნავენ GREA-ს გუნდში.

გაყიდვების ოფისში სტუმრობისას კი ეს ხედვა ხელშესახები რეალობა ხდება. აქ 3D მაკეტის დახმარებით შეძლებთ, ზუსტად აღიქვათ თქვენი მომავალი ბინის მასშტაბები და საკუთარი თვალით დაინახოთ ის ხედი, რომელიც თქვენი ფანჯრებიდან გადაიშლება.

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, პროექტი ითვალისწინებს 44-თვიან შიდა განვადებას,  გადახდის სხვადასხვა ტიპის გრაფიკითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ეს ნიშნავს, რომ ამ კომპლექსში ბინის შეძენა თქვენგან არ მოითხოვს დიდ ფინანსურ ძალისხმევას. მოქნილი გრაფიკი საშუალებას გაძლევთ, მშენებლობის პროცესის განმავლობაში, ნაბიჯ-ნაბიჯ მიხვიდეთ საბოლოო მიზნამდე. 

ამ გზაზე ,,კოორდინატის’’ გუნდი თქვენი მუდმივი მრჩეველი იქნება. ისინი დაგეხმარებიან სხვადასხვა ფინანსური მოდელის შედარებაში, რათა იპოვოთ ისეთი სქემა, რომელიც თქვენს ბიუჯეტს ყველაზე მეტად დაზოგავს.

 

სტრატეგია, როგორც წარმატებული შედეგის გარანტი: საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს (GREA) როლი პროექტის განვითარებაში

„კოორდინატის’’ კომერციული წარმატება შემთხვევითობის შედეგი არ არის. საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს (GREA) მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც ბაზარზე ყველაზე მასშტაბურ პროექტებზე მუშაობით დაგროვდა, ამ კომპლექსის თითოეულ ეტაპზე იგრძნობა. გუნდის მიდგომა იმით გამოირჩევა, რომ აქ ყველა გადაწყვეტილება მონაცემებსა და ბაზრის ღრმა ანალიზს ეფუძნება.

„კოორდინატის’’ ბიზნესკლასის პროექტად ჩამოყალიბება Keystone Development-ისა და საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს (GREA) გუნდების ერთობლივი მუშაობის შედეგია. პროექტის ფორმირების პროცესში, Keystone-ის დეველოპერული ხედვა და GREA-ს ბაზრის ანალიტიკა გაერთიანდა, რათა ზუსტად განსაზღვრულიყო მყიდველის მოლოდინები. ამ კოლაბორაციის საფუძველზე შეიქმნა ის უნიკალური ღირებულება, რომელიც კომპლექსს კონკურენტებისგან გამოარჩევს და რომელიც ყველა იმ მოთხოვნას პასუხობს, რაც დღეს ბიზნესკლასის უძრავ ქონებასთან არის დაკავშირებული.

შედეგი კი დღეს თვალსაჩინოა: „კოორდინატი’’ თბილისის რუკაზე იმ მისამართად იქცა, რომელსაც მკაფიო იდენტობა და აუდიტორია ჰყავს.

„როდესაც სამშენებლო და კომერციული გუნდები ერთიანი ხედვით მუშაობენ, შედეგი ყოველთვის აღემატება მოლოდინს. ეს აისახება არა მხოლოდ გაყიდვების მაჩვენებლებში, არამედ იმ ნდობაშიც, რომელსაც მყიდველი პირველივე შეხვედრისას გრძნობს’’, - აღნიშნავენ საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს (GREA) გუნდში.

სწორედ ეს პროფესიული ხელწერა: მრავალწლიანი გამოცდილება, ანალიტიკური მიდგომა და ხარისხზე ორიენტირებული მუშაობა არის ის მთავარი სტანდარტი, რომელსაც „კოორდინატი’’, საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოსთან ერთად, თითოეულ ადამიანს სთავაზობს.

მედია & სიახლეები

ბინები ემიგრანტებისთვის კოორდინატში

ბინები ემიგრანტებისთვის - დისტანციურად შეძენის შესაძლებლობები და პირობები

წაიკითხე სრულად

ბინის ყიდვა იპოთეკით

ბინის ყიდვა იპოთეკით - ეტაპობრივი გზამკვლევი | ,,კოორდინატი’’

წაიკითხე სრულად

ბინების ფასი კოორდინატში

ბინების ფასი „კოორდინატში’’ - რა ღირს კვადრატული ორთაჭალაში?

წაიკითხე სრულად