თქვენი ახალი მისამართის საწყისი წერტილი: „კოორდინატის’’ გაყიდვების ოფისი გაიხსნა

არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ რაციონალური გათვლებით მიიღება, თუმცა არის მომენტები, როდესაც არჩევანს პირადი შთაბეჭდილება მეტად განსაზღვრავს - ბინის ყიდვა სწორედ ეს შემთხვევაა, შეიძლება კვირები გაატაროთ გეგმარებების შედარებაში, სართულების თვლასა და ხედების შეფასებაში, მაგრამ მაინც გქონდეთ განცდა, რომ სურათი არასრულია. ეს ბუნებრივია, რადგან ვებგვერდებზე არსებული ციფრული ფაილები ზოგჯერ ვერ გადმოსცემს იმ განწყობას, რომელიც მხოლოდ ადგილზე, სივრცის რეალური აღქმისას ჩნდება. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხშირად დგება მომენტი, როცა ვარაუდები კონკრეტულმა გამოცდილებამ უნდა ჩაანაცვლოს.
„კოორდინატის’’ გაყიდვების ოფისის გახსნა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ორთაჭალაში, პროექტის სიახლოვეს, ახლა უკვე არსებობს სივრცე, სადაც ყველა ის დეტალი, რაც PDF ვერსიაში აბსტრაქტული ჩანდა, აქ რეალურ მასშტაბსა და ფორმას იძენს. ამ ოფისში სადარბაზოც კი, რომელშიც შედიხართ, რეალურია - იდენტური მასალებით, ჭერის სიმაღლითა და იმ ატმოსფეროთი, რომელიც დასრულებულ კორპუსში დაგხვდებათ.
რას ნახავთ ოფისში და რატომ აქვს ამას მნიშვნელობა?
გაყიდვების ოფისის ცენტრალური ელემენტი სრულად მოწყობილი აპარტამენტია - არა უბრალოდ სტანდარტული ,,შოურუმი’’, არამედ ბინა, რომელიც უკვე საცხოვრებლად არის მომზადებული. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს ქმნის ვიზიტის მთავარ ღირებულებას. როცა სივრცეში ავეჯი, განათება და მასალები ერთ მთლიანობად არის წარმოდგენილი, წარმოსახვა აღარ გჭირდებათ, თავად გარემო გკარნახობთ, როგორი შეიძლება იყოს აქ თქვენი ყოველდღიურობა.
მეორე დეტალი, რომელიც ,,კოორდინატის’’ გაყიდვების ოფისს გამოარჩევს, 3D მაკეტია. სტანდარტულ PDF გეგმარებას ერთი ფუნდამენტური შეზღუდვა აქვს, ის ბინას იზოლირებულად გაჩვენებთ, კორპუსის, მეზობელი სართულებისა და გარემოს კონტექსტის გარეშე. მაკეტი კი ამ მთლიანობის განცდას თითქოს აღადგენს. აქ ზუსტად ხედავთ თითოეული ბინის ადგილს შენობის ერთიან სტრუქტურაში: რომელი სართულიდან როგორი ხედი იშლება, სად აღწევს დილის მზის პირველი სხივები, როგორ ნაწილდება საღამოს მთვარის შუქჩრდილები თქვენს ტერასაზე და ა.შ.
მესამე და, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გაყიდვების გუნდის მხარდაჭერაა - აქ დაგხვდებათ პროფესიონალი, რომელიც ოფისში არა გაყიდვის, არამედ შერჩევის პროცესის გამარტივებაზე ზრუნავს. კონსულტაცია იწყება თქვენი საჭიროებების მოსმენით: როგორია თქვენი ყოველდღიურობა, რა არის პრიორიტეტული ან რა ბიუჯეტის ფარგლებში ეძებთ ოპტიმალურ ვარიანტს. იქვე განიხილება გადახდის პირობებიც: 44-თვიანი განვადება და რამდენიმე განსხვავებული გრაფიკი, რომელიც ინდივიდუალურ ფინანსურ შესაძლებლობებზეა მორგებული.
ყველა პასუხი ერთ სივრცეში
ბინის შერჩევის პროცესი ხშირად ფრაგმენტულია - ინფორმაციის ერთი ნაწილი კატალოგშია, მეორეს სატელეფონო საუბრისას ვიგებთ, მესამეს კი მხოლოდ საკუთარი წარმოსახვის იმედად ვტოვებთ. ასეთ დროს რთულია გაარჩიო, რა არის რეალურად მნიშვნელოვანი და რა - მეორეხარისხოვანი. ერთ სივრცეში თავმოყრილი ინფორმაცია კი ამ დაბნეულობას მომენტალურად აქრობს, რადგან ამ შემთხვევაში არჩევანი ეფუძნება ლოგიკურად აწყობილ სურათს, სადაც თითოეული კომპონენტი ერთმანეთთან ლოგიკურ ბმაშია.
მსგავს გარემოში პროცესიც სხვანაირად ვითარდება, უფრო დინამიკურად და თანმიმდევრულად. თქვენ საშუალება გაქვთ, ერთდროულად შეადაროთ ერთმანეთს რამდენიმე ალტერნატივა და მომენტალურად დააზუსტოთ ის საკითხები, რომელთა გარკვევაც, ჩვეულებრივ, დღეების ან კვირების განმავლობაში იწელება.
GREA - პარტნიორი, რომელიც პროცესს მართავს
როდესაც ძიების პროცესი ვიწროვდება და არჩევანი კონკრეტულ პროექტზე ჩერდება, ემოციურ აღტაცებას თანდართული პასუხისმგებლობა ცვლის. ამ დროს მყიდველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა ახალი ინფორმაციის მიღება, არამედ საკუთარი არჩევანის სისწორეში დარწმუნებაა. საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს (GREA) 20-წლიანი გამოცდილება სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში ხდება გადამწყვეტი - კომპანიის ამოცანაა, პროცესიდან ყოველგვარი გაურკვევლობა გამოირიცხოს და გადაწყვეტილების მიღება მშვიდ, არგუმენტირებულ გამოცდილებად იქცეს.
აქედან გამომდინარე, საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს (GREA) ჩართულობა „კოორდინატის’’ განვითარების სრულ ციკლში, კონცეფციიდან გაყიდვებამდე, კონსულტაციას სულ სხვა წონას სძენს. სპეციალისტი, რომელიც ადგილზე გხვდებათ, პროექტის შექმნის ყველა ეტაპს იცნობს, რაც მას საშუალებას აძლევს, ნებისმიერ შეკითხვას კონტექსტის გააზრებით უპასუხოს და ნახაზებს მიღმა არსებული რეალობაც თვალსაჩინოდ დაგანახოთ.
საბოლოო ჯამში, საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოსთან (GREA) ურთიერთობა არის პარტნიორობა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების სიმძიმეს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს. როდესაც პროფესიონალი თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მოდელსა თუ გეგმარებით თავისებურებებს დეტალურად განიხილავს, არჩევანი ვარაუდების ნაცვლად კონკრეტულ ფაქტებს ეფუძნება. მსგავსი ტიპის ექსპერტული მხარდაჭერა კი გეხმარებათ, დაინახოთ ის ნიუანსები, რომლებიც კატალოგს მიღმა რჩება.
ამრიგად, თუ ბინები ორთაჭალაში თქვენი ძიების მთავარი მიმართულებაა, დაჯავშნეთ კონსულტაცია ან დაუკავშირდით ,,კოორდინატის’’ გაყიდვების გუნდს. ეს არის შესაძლებლობა, მიიღოთ პასუხები მათგან, ვისაც ეს სფერო და მისი სპეციფიკა ფუნდამენტურად ესმის.
ხშირად დასმული კითხვები - FAQ
სად მდებარეობს ,,კოორდინატის’’ გაყიდვების ოფისი?
,,კოორდინატის’’ გაყიდვების ოფისი მდებარეობს ორთაჭალაში, გორგასლის 73ა ნომერში, ვიზიტისას თქვენ საშუალება გაქვთ დაათვალიეროთ იდენტური მასალებით მოწყობილი საჩვენებელი აპარტამენტი და აღიქვათ ის ატმოსფერო, რომელიც დასრულებულ კორპუსში დაგხვდებათ. ერთ სივრცეში თავმოყრილი ყველა ტექნიკური თუ ვიზუალური დეტალი დაგეხმარებათ, გადაწყვეტილება მშვიდად და გააზრებულად მიიღოთ.
საჭიროა თუ არა წინასწარ ჩაწერა ოფისში ვიზიტისთვის?
ოფისში ვიზიტისთვის წინასწარი ჩაწერა აუცილებელი არ არის, თუმცა რეკომენდებულია. დროის წინასწარ შეთანხმება გარანტიას გაძლევთ, რომ ადგილზე მოსვლისას გაყიდვების მენეჯერი თავისუფალი იქნება და შეძლებს მაქსიმალურად ამომწურავად გიპასუხოთ ყველა შეკითხვაზე. ვიზიტის დასაჯავშნად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ვებგვერდი ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე:
დამხვდება თუ არა ოფისში პროექტის 3D მაკეტი?
დიახ, პროექტის 3D მაკეტი ჩვენი გაყიდვების სივრცის განუყოფელი ნაწილია. ის გეხმარებათ, უკეთ აღიქვათ დეტალები, რომლებიც სტანდარტულ გეგმარებაში არ ჩანს. მაკეტის დათვალიერებისას ბევრად უფრო თვალსაჩინო ხდება ბინების განლაგება და ის სივრცითი უპირატესობები, რასაც „კოორდინატი’’ გთავაზობთ.
შესაძლებელია თუ არა ოფისში გადახდის ინდივიდუალური გრაფიკის შედგენა?
რა თქმა უნდა. ჩვენ გვესმის, რომ ბინის ყიდვა მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯია, ამიტომ მზად ვართ, გადახდის სტანდარტული პირობები თქვენს საჭიროებებს მოვარგოთ. ადგილზე ვიზიტისას, სპეციალისტთან ერთად, შეძლებთ დააზუსტოთ ყველა დეტალი და ჩამოაყალიბოთ გადახდის ისეთი მოდელი, რომელიც პროცესს თქვენთვის ბევრად უფრო მარტივსა და პროგნოზირებადს გახდის.
მედია & სიახლეები
-(1)-large.webp)
ბინები ემიგრანტებისთვის - დისტანციურად შეძენის შესაძლებლობები და პირობები
წაიკითხე სრულად

ბინის ყიდვა იპოთეკით - ეტაპობრივი გზამკვლევი | ,,კოორდინატი’’
წაიკითხე სრულად
-large.webp)
ბინების ფასი „კოორდინატში’’ - რა ღირს კვადრატული ორთაჭალაში?
წაიკითხე სრულად