მშენებარე ბინები თბილისში: ცხოვრება ისტორიულ ცენტრში, „კოორდინატის’’ სტანდარტით
-large.webp)
მშენებარე ბინები თბილისში ყოველთვიურად დაახლოებით 900-მდე ადამიანის ძიების საგანია. მიუხედავად განსხვავებული ბიუჯეტისა თუ მოთხოვნებისა, მყიდველს ერთი მთავარი მოლოდინი აერთიანებს: იპოვოს პროექტი, რომელსაც ენდობა. ეს სიფრთხილე ბუნებრივია - ამ დროს გადაწყვეტილებას იღებთ იმის მიხედვით, რაც ჯერ მხოლოდ ქაღალდზე ან ეკრანზე არსებობს. სწორედ ამიტომ, დეველოპერის გამოცდილება და ფინანსური სიმყარე ხშირად უფრო გადამწყვეტია, ვიდრე თავად ბინის პარამეტრები.
„კოორდინატი’’ ამ ძიების შედეგებში რაციონალური და უსაფრთხო პასუხია. ბიზნესკლასის პროექტი ორთაჭალაში ზუსტად იმ ფაქტორებს აერთიანებს, რომლებიც თანამედროვე მყიდველისთვის პრიორიტეტულია: 10-წლიანი საიმედო რეპუტაცია, საქართველოს ბანკის სრული მხარდაჭერა და გადახდის მოქნილი პირობები. ეს არის ბიზნესკლასის ცხოვრების სტანდარტი ისტორიული თბილისის გულში.
ბიზნესკლასი მშენებლობაში: მნიშვნელოვანი დეტალები
ხშირად, როდესაც მომხმარებლები ეძებენ ახალაშენებულ ბინებს, ტერმინი „ბიზნესკლასი’’ მათთვის მხოლოდ მაღალ ფასთან ასოცირდება. სინამდვილეში, ეს არის სტანდარტების ერთობლიობა, რომელიც ცხოვრების ხარისხს ფუნდამენტურად ცვლის.
მშენებარე პროექტის შეფასებისას ბიზნესკლასი სამ მთავარ კომპონენტზე დგას: ლოკაცია, არქიტექტურული გადაწყვეტა და შიდა ინფრასტრუქტურა - „კოორდინატი’’ კი ამ სპექტრში პრემიალურ ნიშას იკავებს და აი, რატომ:
სტრატეგიული ლოკაცია: მაშინ, როცა ბევრი ახალაშენებული ბინა თბილისში ქალაქის გადატვირთულ ან განაპირა უბანში მდებარეობს, „კოორდინატი“ ძველი თბილისის ცენტრშია. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ფლობთ უძრავ ქონებას იქ, სადაც მიწის რესურსი ლიმიტირებულია, რაც, თავის მხრივ, ფასის მუდმივ ზრდას განაპირობებს.
მშენებლობის ხარისხი და მასალები: ბიზნესკლასი გულისხმობს არა მხოლოდ ვიზუალს, არამედ იმასაც, რაც კედლების მიღმაა. Keystone იყენებს ენერგოეფექტურ მასალებსა და თანამედროვე საინჟინრო სისტემებს.
ფუნქციური გარემო: „კოორდინატში’’ დაგხვდებათ მოწესრიგებული ეზო, გამწვანებული სარეკრეაციო ზონები და დაცული ავტოსადგომი - დეტალები, რომლებიც ტიპურ საცხოვრებელ კორპუსს მაღალი კატეგორიის კომპლექსისგან გამოარჩევს.
ამ კომპონენტების ერთობლიობა პირდაპირ აისახება ქონების ლიკვიდურობაზე. ახალაშენებული ბინები თბილისში ხშირად დროსთან ერთად კარგავს აქტუალობას, თუმცა ბიზნესკლასის სტანდარტით აგებული კომპლექსი საპირისპირო დინამიკას აჩვენებს.
კოორდინატის მშენებარე ბინები თბილისში: ფართები და განლაგება
„კოორდინატში’’ ბინების არჩევანი 65.2-დან 401.3 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს. ფართების ასეთი მრავალფეროვნება იმას ნიშნავს, რომ პროექტის დაგეგმარება სხვადასხვა მოთხოვნას ერგება: აქ ნახავთ როგორც რაციონალურ, მაქსიმალურად ათვისებულ სივრცეებს, ისე საცხოვრებლებს, სადაც მთავარი აქცენტი დიდ მასშტაბებსა და ხედებზეა.
„კოორდინატში“ ყველაზე მცირე ფართი 62.5 კვ.მ-ია, საიდანაც 53.5 კვ.მ უშუალოდ საცხოვრებელ სივრცეს ეთმობა. ეს არის ფუნქციურად სრულყოფილი განლაგება, რომლის ფორმატიც იდეალურია მათთვის, ვინც საცხოვრებელს საინვესტიციოდ ეძებს.
სკალის მეორე ბოლოში 401.3 კვ.მ-იანი ოთხსაძინებლიანი ბინაა - „კოორდინატის’’ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარიანტი. მთლიანი ფართიდან საცხოვრებელი ზონა 278.4 კვ.მ-ს მოიცავს, დარჩენილი სივრცე კი პანორამულ საზაფხულო ფართებს ეთმობა. ბინა სრულად ვიტრაჟულია, რაც სახლს ბუნებრივი სინათლით ავსებს და თბილისის ხედებს ერთიანი პანორამის სახით შლის.
ამ ორ უკიდურეს წერტილს შორის, 62.5-დან 401.3 კვ.მ-მდე, „კოორდინატი’’ მყიდველს ახალაშენებული ბინების გეგმარებების მთელ სერიას სთავაზობს. ეს დიაპაზონი ადასტურებს, რომ პროექტი მხოლოდ ერთი ტიპის აუდიტორიაზე არ არის გათვლილი: აქ ნახავთ, როგორც რაციონალურად დაპროექტებულ, კარგად გააზრებულ სივრცეებს, ისე ექსკლუზიურ, მასშტაბურ საცხოვრებლებს, სადაც ბიზნესკლასის გამოცდილება მთავარი პრიორიტეტია.
ორთაჭალა - ცხოვრება თბილისის ისტორიულ ნაწილში
ბიზნესკლასის პროექტის ფასეულობას ლოკაცია მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ორთაჭალის ეს მონაკვეთი ცალსახად საინტერესოა თავისი ბალანსით: აქედან ქალაქის აქტიურ, ტურისტულ ნაწილამდე ფეხით სავალი მანძილია, თუმცა საცხოვრებელი მაინც მოშორებულია ქუჩის ხმაურსა და გადატვირთულ მოძრაობას.
ამრიგად, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს ადგილმდებარეობა ყოველდღიურობას სრულიად განსხვავებულ შინაარსს სძენს და რამდენიმე პრაქტიკულ უპირატესობას აერთიანებს:
ახლომდებარე მარშრუტები: აბანოთუბანი, რიყის პარკი და თბილისის ისტორიული ქუჩები თქვენგან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა. ეს არის იშვიათი შესაძლებლობა, იცხოვროთ ცენტრში ისე, რომ ტრანსპორტზე დამოკიდებული არ იყოთ.
ხედი, რომელიც დროს უძლებს: ვიტრაჟული ბინებიდან გადაშლილი პანორამა მტკვარსა და ძველ თბილისზე, „კოორდინატის’’ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არსებული განაშენიანების გამო, ეს ხედი დროთა განმავლობაში არ დაიფარება სხვა ნაგებობებით, რაც უძრავი ქონების ბაზარზე იშვიათი და ძვირადღირებული პრივილეგიაა.
სრულად განვითარებული გარემო: პროექტის მიმდებარე ტერიტორიაზეა ყველა საჭირო ობიექტი - სარეკრეაციო და დასასვენებელი სივრცეებით, ბიზნესცენტრებით, სპორტული მოედნებითა და კაფე-რესტორნებით.
ამ შემთხვევაში პროექტის მდებარეობა წინასწარ განსაზღვრავს მის სამომავლო ფასს. მშენებარე ბინები თბილისში, რომლებიც ქალაქის კულტურულ და ისტორიულ ცენტრში მდებარეობს, ყოველთვის უფრო მდგრადია ბაზრის მერყეობის მიმართ. ასეთ ლოკაციებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება, მიწის თავისუფალი რესურსი კი მცირდება, რაც თქვენს შენაძენს დროსთან ერთად კიდევ უფრო ძვირფასსა და მოთხოვნადს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე გასაქირავებლად.
44-თვიანი შიდა განვადება - ფინანსური თავისუფლება და ნდობის გარანტია
„კოორდინატი’’ მყიდველს სთავაზობს 44-თვიან შიდა განვადებას. ეს მოდელი გათვლილია მათზე, ვისაც სურს საკუთარი კაპიტალი მშენებლობის პარალელურად, ეტაპობრივად აითვისოს და თავიდან აირიდოს ის ერთჯერადი ფინანსური დატვირთვა, რომელიც ხშირად უძრავი ქონების შეძენას ახლავს.
ვინაიდან, გადახდის გრაფიკი 44 თვეზეა გადანაწილებული, ბიუჯეტის დაგეგმვა მეტად პროგნოზირებადია და იდეალურად ერგება თქვენს პირად ფინანსურ მდგომარეობას. ეს მიდგომა განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვინც ინვესტიციას ბიზნესკლასის პროექტში, განიხილავს როგორც გრძელვადიან სტრატეგიას - თქვენ ფლობთ მზარდი ღირებულების მქონე ქონებას თბილისის ისტორიულ ცენტრში, ხოლო მის საფასურს ფარავთ ისეთი ტემპით, რომელიც არ აფერხებს თქვენს სხვა მიმდინარე გეგმებსა თუ ცხოვრების ჩვეულ სტილს.
შიდა განვადების ასეთი მოქნილობა, პირველ რიგში, იმით არის განპირობებული, რომ „კოორდინატი’’ საქართველოს ბანკის მიერ სრულად დაფინანსებული პროექტია. ეს პარტნიორობა მყიდველისთვის ორმაგ უპირატესობას ნიშნავს: ერთი მხრივ, თქვენ გაქვთ გარანტია, რომ მშენებლობა უმაღლესი სტანდარტებითა და დათქმულ ვადებში დასრულდება, ხოლო მეორე მხრივ - სრული თავისუფლება გადახდის მეთოდის შერჩევისას. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც 44-თვიანი შიდა განვადების პირობებით, ისე სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი იპოთეკური შეთავაზებებით.
ხშირად დასმული კითხვები - FAQ
რატომ მიიჩნევა მშენებარე ბინები თბილისში პერსპექტიულ ინვესტიციად?
მთავარი მიზეზი ფასთა შორის სხვაობაა: პროექტის საწყის ეტაპზე ინვესტირებით თქვენ ბევრად ნაკლებს იხდით, ვიდრე უკვე აშენებული შენობის შემთხვევაში. მშენებარე ბინები თბილისში გაძლევთ შანსს, დააგროვოთ კაპიტალი ქონების ღირებულების ბუნებრივი ზრდის ხარჯზე. „კოორდინატის’’ შემთხვევაში, ამ პროცესს დეველოპერის მრავალწლიანი გამოცდილება და საქართველოს ბანკის მყარი პარტნიორობა აზღვევს.
რამდენად არის დაცული მყიდველი ფასების ცვლილებისგან, როცა ბინა თბილისში შიდა განვადებით არის შეძენილი?
შიდა განვადებით სარგებლობისას თქვენი ერთ-ერთი მთავარი გარანტია ფასის ფიქსაციაა. ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, კვადრატული მეტრის ღირებულება, მთელი 44 თვის განმავლობაში, უცვლელი რჩება. ეს ნიშნავს, რომ მაშინაც კი, როცა მშენებარე ბინები თბილისში და ზოგადად უძრავი ქონების ბაზარი ფასების ზრდის დინამიკას აჩვენებს, თქვენი გადასახდელი თანხა არ იზრდება, რაც ინფლაციისგან დაზღვევის საუკეთესო მექანიზმია.
რით არის გამორჩეული „კოორდინატის’’ მშენებარე ბინები თბილისში სხვა სტანდარტული შეთავაზებებისგან?
მთავარი განსხვავება ბიზნესკლასის სტანდარტსა და ლოკაციაშია. მშენებარე ბინები თბილისში, როგორც წესი, მჭიდროდ განაშენიანებულ უბნებში გვხვდება, „კოორდინატის’’ კომპლექსი კი ისტორიულ ცენტრში, ხმაურისგან იზოლირებულ ადგილას მდებარეობს. ამას ემატება პრემიუმ ინფრასტრუქტურა, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე ცხოვრების ტემპს და რომელიც მაცხოვრებლის ყველა საჭიროებას აკმაყოფილებს.
მედია & სიახლეები
-(1)-large.webp)
ბინები ემიგრანტებისთვის - დისტანციურად შეძენის შესაძლებლობები და პირობები
წაიკითხე სრულად

ბინის ყიდვა იპოთეკით - ეტაპობრივი გზამკვლევი | ,,კოორდინატი’’
წაიკითხე სრულად
-large.webp)
ბინების ფასი „კოორდინატში’’ - რა ღირს კვადრატული ორთაჭალაში?
წაიკითხე სრულად