უკან დაბრუნება

მწვანე კარკასი: ბინები, რომლებიც ტექნიკური გარანტიით ბარდება

მწვანე კარკასი: ბინები ორთაჭალაში

საცხოვრებლის მოწყობის პროცესში მწვანე კარკასი ბინების იმგვარ მდგომარეობაში ჩაბარებას ნიშნავს, სადაც ყველა ფუნდამენტური სამშენებლო, არქიტექტურული და შიდა საინჟინრო სამუშაო სრულყოფილადაა შესრულებული.

 

რა თქმა უნდა, რემონტამდე გზა ყველასთვის ერთნაირი არ არის. ვიღაც ბინას ჩაიბარებს და მაშინვე ხელოსანს ურეკავს - კედლებიდან დაწყებული იატაკით და სანტექნიკით დამთავრებული ყველაფერი ნულიდან კეთდება. ვიღაცისთვის კი პროცესი ბევრად უფრო მარტივად იწყება, რადგან ბინა უკვე ნაწილობრივ მზადაა და ძირითადი სამუშაოები დასრულებულია.

 

საქმე ისაა, რომ ჩაბარების კონდიცია პირდაპირ განსაზღვრავს იმ დამატებით ხარჯებსა და დროს, რაც გასაღების აღების შემდეგ დაგჭირდებათ. თეთრი და მწვანე კარკასი ბინების მდგომარეობის ორი სრულიად განსხვავებული საწყისი წერტილია: ერთი გიტოვებს შავ და ყველაზე შრომატევად სამუშაოებს, მეორე კი ამ თავის ტკივილს თავიდანვე გაცილებს. ხარისხზე ორიენტირებული მყიდველისთვის ეს სხვაობა  არის არჩევანი დაუსრულებელ რემონტსა და სწრაფ, ორგანიზებულ პროცესს შორის.

 

მწვანე კარკასი: ბინები, სადაც საინჟინრო შეცდომების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი

 

საინჟინრო შეცდომები თითქმის არასდროსაა ცხადი ჩაბარების მომენტში, მსგავსი ხარვეზები, როგორც წესი, მოგვიანებით იჩენს თავს. ამ პრობლემების  მიზეზი კი თითქმის ყოველთვის ერთიანი საინჟინრო სტანდარტის გარეშე შესრულებული შავი სამუშაოებია.

 

თეთრი კარკასის შემთხვევაში მყიდველი ამ კრიტიკულ ეტაპს: კომუნიკაციების გაყვანასა და სისტემების მონტაჟს თავად მართავს. მწვანე კარკასის ბინები კი ერთიანი, წინასწარ გაწერილი გეგმით შენდება,  სადაც პასუხისმგებლობა სრულად მშენებელს ეკისრება და არა მყიდველს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს ერთ მარტივ რამეს: ნაკლებ გაუთვალისწინებელ ხარჯსა და ნულოვან რისკს, რომ დასრულებული სამუშაო ახალ პრობლემას წარმოშობს. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ბაზარზე მწვანე კარკასი ბინების სწორედ ის კონდიციაა, სადაც მყიდველის მხრიდან გამოხატული ნდობა ტექნიკური გარანტიებითაა დასაბუთებული.

 

ყველაზე ძვირადღირებული ილუზია, რომელსაც კვადრატულის ფასი ქმნის

 

თეთრი კარკასის ბინების საწყისი ღირებულება ხშირად ზედმეტად მიმზიდველად გამოიყურება. კვადრატულ მეტრზე საფასო სხვაობა შესამჩნევია და ბუნებრივია, რომ მყიდველის პირველი რეაქცია დაზოგვის ილუზიაა, თუმცა ეს ფასი სრული სურათის მხოლოდ მცირე, ხშირად კი ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაწილია. ის, რაც ამ რიცხვებს მიღმა რჩება, დაუსრულებელი შავი სამუშაოები, საინჟინრო კომუნიკაციები, ხმისა და თბოიზოლაცია, სანტექნიკური ქსელის სრული მოწყობა, ქმნის მცდარ განცდას, თითქოს ქონებას დაბალ ფასად ყიდულობთ, მაშინ როდესაც რეალური საინვესტიციო ბიუჯეტი ჯერ კიდევ არ არის ნათელი.

 

პრობლემა ის კი არ არის, რომ თეთრი კარკასის კონდიცია აპრიორი არასწორი არჩევანია, არამედ ის, რომ მისი საბოლოო ღირებულება ბინის ყიდვის მომენტში თითქმის არასდროს ითვლება ზუსტად. მწვანე კარკასის ბინები კი სრულიად საპირისპირო ლოგიკას ეფუძნება, მის ფასში უკვე მოიაზრება ის კრიტიკული ეტაპები, რომლებშიც თეთრი კარკასის მყიდველი მოგვიანებით, ცალ-ცალკე და ხშირად ბევრად გაზრდილი ტარიფებით იხდის ფულს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ის თანხა, რომელიც კვადრატულ მეტრზე დაიზოგა, რემონტის დაწყებისთანავე ისევ ჩნდება ხარჯებში,  ოღონდ ამჯერად პროფესიონალური მენეჯმენტის, ფიქსირებული ვადებისა და სამუშაოს ხარისხის გარანტიის გარეშე.

 

სწორედ ამიტომ, დღეს მყიდველთა უმეტესობა უძრავ ქონებას არასდროს აფასებს მხოლოდ ამ საწყისი ფასით, ისინი პროექტს მთლიანი პროცესის საბოლოო ღირებულებით ზომავენ. ამ გრძელვადიან გათვლაში მწვანე კარკასის ბინები ბევრად უფრო პროგნოზირებად და გამჭვირვალე ფინანსურ სურათს იძლევა: ეს არის ნაკლები სიურპრიზი, სრულად კონტროლირებადი ბიუჯეტი და მკაფიო, მოკლე გზა საოცნებო, კომფორტულ სახლამდე.

 

რატომ გახდა მწვანე კარკასი თანამედროვე პროექტების სტანდარტი?

 

ათი წლის წინ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე თეთრი კარკასის კონდიცია აბსოლუტური ნორმა იყო - მყიდველი ბინას ჩაიბარებდა, რემონტს თავად გეგმავდა და ეს ქაოსური პროცესი სტანდარტულ მოცემულობად აღიქმებოდა. დროთა განმავლობაში ბაზარი ფუნდამენტურად შეიცვალა: მომხმარებელი გახდა უფრო ინფორმირებული, მოლოდინები - ბევრად მაღალი, ხოლო კონკურენცია დეველოპერებს შორის - მძაფრი. ამ ცვლილებების საპასუხოდ, მწვანე კარკასის ბინები იმ აუცილებელ მინიმუმად გადაიქცა, რომელსაც ხარისხზე ორიენტირებული ნებისმიერი კომპანია თავისთავად სთავაზობს მყიდველს.

 

მეორე და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საერთაშორისო სამშენებლო პრაქტიკაა. ევროპული ბაზრების გავლენით, სექტორის წამყვანი მოთამაშეები დღეს აქცენტს გრძელვადიან რეპუტაციაზე აკეთებენ. მწვანე კარკასის კონდიცია კი სწორედ ამ ევროპული მიდგომის ბუნებრივი შედეგია - ის კომპანიისგან წინასწარ მოითხოვს მასშტაბურ ინვესტიციას მასალებსა და ტექნოლოგიებში, თუმცა სანაცვლოდ პრაქტიკულად ნულამდე დაჰყავს პრეტენზიები გასაღების ჩაბარების შემდეგ. მყიდველის გრძელვადიანი კმაყოფილება კი პასუხისმგებლიანი დეველოპერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. 

 

საბოლოო ჯამში, ყველაფერს თავად მომხმარებლის მოთხოვნა განსაზღვრავს და ალბათ, ამის გამოძახილია ის ფაქტიც, რომ საკვანძო ფრაზა ,,მწვანე კარკასი ბინები’’ სულ უფრო ხშირად ხდება ძიების მთავარი ობიექტი Google-სა თუ სხვა საძიებო სისტემებში. დღეს მყიდველმა ზუსტად იცის, სად ეძებოს რეალური სხვაობა და რა კითხვები დაუსვას გაყიდვების მენეჯერს. 

 

რას ნიშნავს მწვანე კარკასი ,,კოორდინატის’’ კომპლექსში?  

 

მწვანე კარკასი სხვადასხვა პროექტში შეიძლება განსხვავებულ შინაარსს ატარებდეს, ამიტომ ბინის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონდიციის სახელწოდების, არამედ იმ კონკრეტული სამუშაოების შეფასებაც, რაც ამ ფასში შედის. „კოორდინატის’’ პროექტებში მწვანე კარკასი ბინების იმ მდგომარეობაში ჩაბარებას გულისხმობს, სადაც ყველა ძირითადი სამშენებლო და საინჟინრო სამუშაო სრულყოფილადაა დასრულებული. მყიდველი იღებს სივრცეს, რომელშიც უკვე მოწყობილია აუცილებელი კომუნიკაციები, მომზადებულია კედლები და იატაკი და ასევე შექმნილია მყარი საფუძველი რემონტის მომდევნო, კოსმეტიკურ ეტაპზე დაუყოვნებლივ გადასასვლელად.

 

ამ სტანდარტის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი ენერგოეფექტურობასა და გრძელვადიან ეკონომიას უკავშირდება. ბინები აღჭურვილია აირბლოკის ფასადის კედლებითა და მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯრებით, რომლებშიც ენერგოეფექტური მინაპაკეტებია ჩასმული. ეს საცხოვრებელ სივრცეში სტაბილური ტემპერატურის შენარჩუნებასა და კომუნალური ხარჯების შემცირებას უწყობს ხელს. ამასთან, მოჭიმული იატაკი, იდეალურად გალესილი კედლები, მზა შიდა ტიხრები და სრულად დასრულებული აივანი მყიდველს ზუსტად იმ შრომატევადი პროცესებისგან ათავისუფლებს, რომლებიც ყველაზე მეტ დროსა და ფინანსურ რესურსს მოითხოვს.

 

ამ ყველაფერთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შიდა საინჟინრო ქსელების მოწყობას, რაც ნებისმიერი საცხოვრებლის ძირითადი ფუნდამენტია. ელექტროგაყვანილობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია, გაზი და ვენტილაციის სისტემები „კოორდინატის’’ პროექტებში უკვე მიყვანილია შესაბამის წერტილებამდე, ხოლო ინდივიდუალური გათბობის მილგაყვანილობა წინასწარაა დამონტაჟებული იატაკის ქვეშ. აქედან გამომდინარე, მყიდველს მთლიანად ეხსნება ტექნიკურად ყველაზე რთული, სარისკო და ხმაურიანი ფაზების დამოუკიდებლად მართვის ვალდებულება.

 

დროის ფაქტორი: რამდენ თვეს იგებთ მზა კომუნიკაციებით?

 

თეთრი კარკასის ჩაბარებისას, ილუზია რომ რემონტი ხვალვე დაიწყება, პირველივე კვირას იმსხვრევა. საინჟინრო პროექტის მომზადება, კედლების შიდა ტიხრების დაგეგმარება, ელექტრობისა და სანტექნიკის წერტილების განსაზღვრა, მილების გაყვანა, იატაკის დასხმა და კედლების გალესვა - ეს არის სამუშაოების მთელი კასკადი, რომელსაც მინიმუმ 2-დან 4 თვემდე დრო მიაქვს. ეს თვეები იხარჯება არა სახლის მოწყობაზე, არამედ იმ ბაზისის შექმნაზე, რომელიც წესით თავიდანვე მზად უნდა ყოფილიყო. „კოორდინატის’’ მწვანე კარკასის შემთხვევაში მყიდველი ზუსტად ამ რამდენიმეთვიან სტრესულ ფაზას ტოვებს. გასაღების აღების მომენტში კი დროის ათვლა იწყება არა ნულიდან, არამედ ფინიშის სწორიდან, სადაც პირველივე დღესვე შესაძლებელია ფილების დაგება, კედლების შეღებვა და ავეჯის შერჩევა.

 

 

ხშირად დასმული კითხვები - FAQ

 

მარტივად რომ ვთქვათ, რა განსხვავებაა თეთრსა და მწვანე კარკასს შორის?

თეთრი კარკასის შემთხვევაში, ბინის ჩაბარების შემდეგ მყიდველს თავად უწევს საბაზისო საინჟინრო და სტრუქტურული სამუშაოების მართვა და დაფინანსება. მწვანე კარკასის პირობებში კი ეს ფუნდამენტური ეტაპი უკვე სრულად დასრულებულია.

 

მწვანე კარკასის ჩაბარებიდან ზუსტად რამდენ ხანში შევძლებ ბინაში გადასვლას?

თუ თეთრ კარკასს მინიმუმ 4-დან 6 თვემდე სჭირდება საცხოვრებლად მოსამზადებლად, მწვანე კარკასში კოსმეტიკური რემონტი შესაძლებელია, რომ სულ რაღაც 1.5 - 2 თვეში დასრულდეს.

 

რას ნიშნავს მწვანე კარკასი და რატომ განსხვავდება მისი ფასი სხვადასხვა კომპანიაში?

ზოგი დეველოპერი მწვანე კარკასში მხოლოდ გალესილ კედლებსა და სიმბოლურად მიყვანილ კომუნიკაციებს გულისხმობს. „კოორდინატის’’ პროექტებში კი ეს კონდიცია სრულ ტექნიკურ მზაობას ნიშნავს: ბინები ბარდება მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯრებით, ენერგოეფექტური აირბლოკითა და იატაკქვეშა გათბობის წინასწარ მოწყობილი სისტემით. ამიტომ, უძრავი ქონების შეძენისას ყოველთვის დეტალურად გადაამოწმეთ, თუ რა კონკრეტულ ტექნიკურ მახასიათებლებსა და მასალებს გთავაზობთ კომპანია რეალურად. 

მედია & სიახლეები

ბინები ემიგრანტებისთვის კოორდინატში

ბინები ემიგრანტებისთვის - დისტანციურად შეძენის შესაძლებლობები და პირობები

წაიკითხე სრულად

ბინის ყიდვა იპოთეკით

ბინის ყიდვა იპოთეკით - ეტაპობრივი გზამკვლევი | ,,კოორდინატი’’

წაიკითხე სრულად

ბინების ფასი კოორდინატში

ბინების ფასი „კოორდინატში’’ - რა ღირს კვადრატული ორთაჭალაში?

წაიკითხე სრულად