ბიზნეს კლასის მშენებარე ბინები ორთაჭალაში
,,კოორდინატი’’ არის ორთაჭალაში მშენებარე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც თბილისის ისტორიულ ნაწილში, მტკვრის სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობს.
ეს არის პრემიუმ კლასის ბინები ორთაჭალაში, სადაც საცხოვრებელი, კომერციული და საზოგადოებრივი სივრცეები ერთობლიობაში ფუნქციურად გამართულ და ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებულ გარემოს ქმნის.
სამი საცხოვრებელი და ერთი კომერციული ბლოკი ერთმანეთთან დაკავშირებულია სამდონიანი მიწისქვეშა პარკინგით. შიდა ეზო, გამწვანებული ზონები და საერთო სარგებლობის სივრცეები კი ხაზს უსვამს პროექტის ძირითად ღირებულებებს: კომფორტს, უსაფრთხოებასა და ექსკლუზიურობას.


































