1-საძინებლიანი ბინები თბილისში - რას გთავაზობთ „კოორდინატი’’?

თბილისის საიჯარო ბაზარზე ერთი პარამეტრი, რომელიც თითქმის ყოველთვის იმარჯვებს ფასზეც და ხედზეც, ლიკვიდურობაა. აქედან გამომდინარე, 1- საძინებლიანი ბინები დღემდე ყველაზე სწრაფად გასაქირავებელ და გასაყიდ ფორმატად მიიჩნევა. მოთხოვნა მასზე არასდროს წყდება, დამქირავებელიც და მყიდველიც ყოველთვის არის.
ამ არჩევანის უკან მარტივი ლოგიკაა - რაც უფრო ხელმისაწვდომია ბიუჯეტი, მით უფრო ფართოა პოტენციური დამქირავებლისა თუ მყიდველის წრე. ზუსტად ამ პრინციპზეა აგებული „კოორდინატის’’ 1-საძინებლიანი ბინების შეთავაზებაც.
1-საძინებლიანი ბინების ფასები და ფართობები
„კოორდინატში’’ ამჟამად წარმოდგენილი 1-საძინებლიანი ბინები ერთმანეთისგან ფართობით, სართულითა და ხედით განსხვავდება, თუმცა საერთო დიაპაზონი საკმაოდ მრავალფეროვანია. ფართობები 62.5 კვ.მ-დან 68.9 კვ.მ-მდე მერყეობს, რაც ამ ფორმატში საკმარის სივრცეს ტოვებს ცალკე საძინებლის, მისაღები ზონისა და სამზარეულოს მოსაწყობად. შესაბამისად, არჩევისას მყიდველს შეუძლია ყურადღება უფრო კონკრეტულ დეტალებზე გადაიტანოს და ისეთი ვარიანტი შეარჩიოს, რომელიც მის ყოველდღიურ საჭიროებებსა და პრიორიტეტებს ესადაგება.
ფასიც კონკრეტული უძრავი ქონების მიხედვით იცვლება. 1-საძინებლიანი ბინის ღირებულება დაახლოებით 150 ათასი დოლარიდან იწყება და 170 528 დოლარამდე აღწევს. ფასზე გავლენას ახდენს ბინის მდებარეობა შენობაში, სართული და სხვა ინდივიდუალური მახასიათებლები. ამიტომ, ორი მსგავსი ფართობის ბინაც კი შესაძლოა განსხვავებული ღირებულებით იყოს წარმოდგენილი - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განსხვავებულია სართული და ხედი ფანჯრიდან.
ამ შემთხვევაში მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მყიდველს შეუძლია ბინის შერჩევა უკვე კონკრეტული კრიტერიუმებით: რამდენი კვადრატული მეტრი სჭირდება, რა ბიუჯეტში უნდა ჩაეტიოს, რომელ სართულს ანიჭებს უპირატესობას და რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის კონკრეტული ხედი. თუ მიზანი გაქირავებაა, ამ პარამეტრებს ემატება ბინის ლოკაცია და მისი მოთხოვნადობა საიჯარო ბაზარზე, საკუთარი საცხოვრებლის შემთხვევაში კი უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს განლაგება და ხედები. „კოორდინატის’’ 1-საძინებლიანი ბინები სწორედ ამ განსხვავებული პრიორიტეტების გათვალისწინების საშუალებას იძლევა.
ბინის ჩაბარების სტანდარტი და დეტალები
„კოორდინატის’’ 1-საძინებლიანი ბინა მყიდველს მწვანე კარკასის კონდიციით ბარდება - სრულად დასრულებული სამშენებლო სამუშაოებითა და ყველა საჭირო კომუნიკაციით.
ფასადის კედლები ენერგოეფექტური აირბლოკითაა შესრულებული, რაც ხელს უწყობს თბოიზოლაციას და გათბობა-გაგრილების ხარჯების შემცირებას. იგივე პრინციპია კარ-ფანჯრების შემთხვევაშიც - მაღალი ხარისხის ალუმინის პროფილი ენერგოეფექტურ მინაპაკეტთან ერთად, ბინაში სასურველ ტემპერატურას, სეზონის მიუხედავად მარტივად ინარჩუნებს. შესასვლელში დამონტაჟებულია 2,4 მეტრი სიმაღლის, მაღალი ხარისხის რკინის კარი, რომელიც დამატებითი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი დეტალია.
ინტერიერის მხრივ, 1-საძინებლიანი ბინის საცხოვრებელი ზონა უკვე მომზადებულია სამშენებლო ბათქაშით, ამიტომ კედლების პირველადი დამუშავება საჭირო აღარ არის და მყიდველს პირდაპირ შემდგომი სამუშაოების დაწყება შეუძლია. საცხოვრებელ ზონაში იატაკი მოჭიმულია, ოთახის გამყოფი და სადარბაზოსთან მომიჯნავე კედლები კი ბეტონის ბლოკითაა მოწყობილი, რაც კედლების სიმტკიცესთან ერთად, დამატებით ხმაურის იზოლაციასაც უზრუნველყოფს.
აივანი უკვე მოპირკეთებულია კერამიკული ფილით, ამიტომ, ბინის სხვა სივრცეებისგან განსხვავებით, აქ დამატებითი მოსაპირკეთებელი სამუშაოები საჭირო აღარ არის.
ტექნიკური კომუნიკაციებიც წინასწარ არის მომზადებული. ელექტრობა, წყალი, კანალიზაცია, გაზი და ვენტილაცია, ისევე როგორც ინდივიდუალური გათბობის მილგაყვანილობა შესაბამის წერტილებამდეა მიყვანილი.
საბოლოოდ, 1-საძინებლიანი ბინის ჩაბარებისას მყიდველი იღებს ტექნიკურად მომზადებულ სივრცეს, სადაც ძირითადი სამშენებლო სამუშაოები და კომუნიკაციების გაყვანა უკვე დასრულებულია.
რა არის „კოორდინატის’’ გარშემო: ლოკაცია და ინფრასტრუქტურა
„კოორდინატი’’ ძველ თბილისში, მტკვრის სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობს, საიდანაც ქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ, კომერციულ და სატრანსპორტო წერტილებამდე მისვლა საკმაოდ მარტივია. ისტორიული უბნის გარემო პროექტს ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან სიახლოვის უპირატესობას აძლევს, თავად კომპლექსი კი საცხოვრებელ, სამუშაო და კომერციულ სივრცეებს ერთ ტერიტორიაზე აერთიანებს. სამი საცხოვრებელი და ერთი კომერციული ბლოკი ერთიან არქიტექტურულ კონცეფციას ქმნის, ხოლო ბინებიდან გადაშლილი ხედები ძველ თბილისსა და მთაწმინდაზე ამ ლოკაციისა და კონკრეტულად ორთაჭალის პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია.
კომპლექსის ტერიტორიაზე ყოველდღიური საჭიროებებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაც არის გათვალისწინებული. მაცხოვრებლებსა და ვიზიტორებს აქ ხვდებათ სუპერმარკეტი, კაფე-რესტორნები, ფუდკორტი, საოფისე და Co-working სივრცეები, ბანკი და აფთიაქი. ტერიტორიაზე მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული სივრცეები, მათ შორის პადელისა და ბადმინტონის მოედნები, ასევე სპეციალური ზონა შინაური ცხოველებისთვის. საერთო სივრცეების ნაწილს 1 ჰექტარი რეკრეაციული პარკი იკავებს.
ამასთან ერთად, კომპლექსის ტერიტორიაზე გადაადგილებისა და ყოველდღიური საჭიროებებისთვის სხვადასხვა სივრცეა გათვალისწინებული. აქ მოწყობილია ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, ორი სამანქანო შესასვლელი და შიდა საგზაო სისტემა. მაცხოვრებლების უსაფრთხოებაზე 24/7 დაცვისა და კონსიერჟის გუნდი ზრუნავს. ლობიში გამოყოფილია მიტანის სერვისისთვის განკუთვნილი ზონა და ჩემოდნების შესანახი ოთახი, პარკინგზე კი მოწყობილია ელექტრომობილების დამტენები, სათავსოები და მანქანის სამრეცხაო. ასევე კომპლექსის ტერიტორიაზეა ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო არაერთი სერვისი და სივრცე, რაც მაცხოვრებლებს დროის უფრო კომფორტულად განაწილების საშუალებას აძლევს.
რატომ ღირს 1-საძინებლიანი ბინის შეძენა სწორედ ახლა?
უძრავი ქონების პროექტებში ყველაზე მოთხოვნადი ვარიანტები, მათ შორის: სასურველი სართული, კონკრეტული ხედი ან ბლოკი, არჩევანიდან პირველ რიგში ქრება. ამიტომ, 1-საძინებლიანი ბინის შეძენისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღეს არსებული ვარიანტების რაოდენობა, არამედ ისიც, თუ რამდენად ფართოა არჩევანი კონკრეტულ მომენტში. ამ ფორმატზე მოთხოვნის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების დროულად მიღება მყიდველს საშუალებას აძლევს, ბინა მისთვის მნიშვნელოვან კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეარჩიოს და მხოლოდ დარჩენილ ვარიანტებს არ დასჯერდეს.
პარალელურად, საიჯარო ბაზარზე მდგომარეობა უცვლელად ხელსაყრელია სწორედ 1-საძინებლიანი ბინების შეძენის თვალსაზრისით. მოთხოვნა ასეთ ბინებზე თანმიმდევრულია და სეზონურ რყევებს პრაქტიკულად არ განიცდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინც დღეს იძენს ბინას, გაქირავებისას ან შემდგომში გაყიდვისას, იმავე სტაბილურ მოთხოვნას ეყრდნობა, რომელიც ბაზარზე ახლაც შეინიშნება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, ვისთვისაც კონკრეტული უძრავი ქონება ერთდროულად სახლიცაა და აქტივიც.
ცალკე ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ბინის ღირებულების დაფარვა რამდენიმე გზით არის შესაძლებელი - „კოორდინატი’’ მყიდველებს სთავაზობს შიდა განვადებას სხვადასხვა გადანაწილებით, ასევე იპოთეკურ სესხს საქართველოს ბანკის პარტნიორობით. პროექტის უკან კი Keystone Investments-ის გამოცდილებაა: დეველოპერული ჰოლდინგი სამშენებლო სფეროში 2016 წლიდან საქმიანობს და დღემდე 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ინიციატივები აქვს განხორციელებული. ასეთი მასშტაბის შენაძენისას ეს გამოცდილება მყიდველისთვის, ცხადია, მნიშვნელოვანი ფაქტორია - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პროექტის განხორციელების პროცესსა და გრძელვადიან გადაწყვეტილებას ეხება.
ხშირად დასმული კითხვები - FAQ
რამდენი საცხოვრებელი ბლოკია „კოორდინატში’’?
„კოორდინატი’’ სამი საცხოვრებელი და ერთი კომერციული ბლოკისგან შედგება. საცხოვრებელი ბლოკები ერთიან არქიტექტურულ კონცეფციაშია გაერთიანებული და ერთმანეთთან დაკავშირებულია მიწისქვეშა ორდონიანი ავტოსადგომით. პირველ საცხოვრებელ ბლოკში ჯამში 241 ბინაა, მათ შორის 7 პენტჰაუსი. პროექტის სტრუქტურა საცხოვრებელ სივრცეებთან ერთად კომერციულ და საოფისე ფუნქციებსაც აერთიანებს, ხოლო საერთო ტერიტორიაზე გათვალისწინებულია რეკრეაციული, სპორტული და ყოველდღიური საჭიროებისთვის განკუთვნილი სხვა სივრცეები.
რამდენად საინტერესოა 1-საძინებლიანი ბინა საინვესტიციოდ?
1-საძინებლიანი ბინა საინვესტიციოდ საინტერესო არჩევანია, რადგან ასეთი ტიპის საცხოვრებელზე მოთხოვნა როგორც გაქირავების, ისე გაყიდვის ბაზარზე შედარებით სტაბილურია. გონივრულად დაგეგმილი სრულფასოვანი საცხოვრებელი ფართი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ დამქირავებლებს შორის. „კოორდინატის’’ შემთხვევაში დამატებით მნიშვნელობას იძენს პროექტის მდებარეობა, ხედები, საერთო ინფრასტრუქტურა და ბინის ფართობი.
შესაძლებელია თუ არა 1-საძინებლიანი ბინების განვადებით შეძენა?
დიახ, „კოორდინატი’’ გთავაზობთ შიდა განვადების სხვადასხვა ვარიანტს, ასევე იპოთეკურ სესხს საქართველოს ბანკის პარტნიორობით. მყიდველს შეუძლია აირჩიოს გადახდის ის გრაფიკი, რომელიც მის ფინანსურ შესაძლებლობებს ყველაზე მეტად შეესაბამება, ისე რომ არ დასჭირდეს მთელი თანხის ერთიანად მობილიზება. კონკრეტული პირობები ინდივიდუალურად, გაყიდვების გუნდთან ერთად დგინდება.
მედია & სიახლეები

გასაყიდი ბინები ორთაჭალაში - რატომ ირჩევენ „კოორდინატს’’?
წაიკითხე სრულად

მშენებლობის ხარისხი ,,კოორდინატში’’: მასალები, ტექნოლოგიები და ჩაბარების სტანდარტი
წაიკითხე სრულად

,,კოორდინატის" საცხოვრებელი გარემო და გამორჩეული ინფრასტრუქტურა
წაიკითხე სრულად