უკან დაბრუნება

ინვესტირება უძრავ ქონებაში: რატომ ,,კოორდინატი’’?

ინვესტირება უძრავ ქონებაში, კოორდინატის საცხოვრებელი კომპლექსი

გამოცდილი ინვესტორები ერთ ფუნდამენტურ პრინციპზე თანხმდებიან: ინვესტირება უძრავ ქონებაში სწორედ მაშინ არის მაქსიმალურად მომგებიანი, როდესაც კაპიტალს პერსპექტიულ ლოკაციაზე მანამ აბანდებ, ვიდრე ლოკაციის განვითარებასთან ერთად, ქონების საბაზრო ღირებულება პიკს მიაღწევს. დღეს თბილისი ამ დინამიკის ცენტრშია - განვითარებადი ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო კაპიტალის დინება და ბიზნესკლასის სეგმენტზე სტაბილურად მაღალი მოთხოვნა საუკეთესო წინაპირობას ქმნის. 

 

ბიზნესკლასის საცხოვრებელი კომპლექსი „კოორდინატი’’ კი ზუსტად ამ სტრატეგიულ წერტილში პოზიციონირებს. მასობრივი სამშენებლო ობიექტების ფონზე, ეს პროექტი მკაფიო ექსკლუზიურობით გამოირჩევა - იგი სპეციალურად შეიქმნა მათთვის, ვინც მაღალი ლიკვიდურობის მქონე, მყარ აქტივს ეძებს. ბინის მშენებლობის საწყის ეტაპზე შეძენა აქ კონკრეტულ, მათემატიკურად გათვლილ სარგებელს ნიშნავს - 15%-იან სუფთა მოგებას სულ რაღაც 2 წელიწადში. ეს მაჩვენებელი ეყრდნობა რეალურ ფაქტორებს - პროექტის არქიტექტურულ კონცეფციას, პრემიუმ ლოკაციასა და ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს.

 

თუ ამჟამად განხილვისა და შეფასების ეტაპზე ხართ და საიმედო საინვესტიციო ვარიანტებს ადარებთ, ეს ბლოგი დაგეხმარებათ, დაინახოთ, რა დგას ამ რიცხვების უკან.

 

რატომ არის თბილისი დღეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბაზარი ინვესტორებისთვის?

თბილისის უძრავი ქონების ბაზარი სტაბილური ზრდის ფაზაშია. ბოლო წლებში დედაქალაქში ფიქსირდება ტურისტული ნაკადების რეკორდული მატება და მსხვილი ბიზნესცენტრების განვითარება. ეს პროცესი მუდმივად ზრდის მოთხოვნას მაღალი კლასის საცხოვრებელ და საოფისე ფართებზე. ბაზარი დღეს იმ ოპტიმალურ ეტაპზეა, სადაც მიმდინარე ფასი რეალურ მოცემულობას ასახავს. ეს კი საუკეთესო მომენტია მათთვის, ვისაც სურს საინვესტიციო ქონება თბილისში ზედმეტი დანახარჯებისა და ხელოვნურად გაბერილი ფასების გარეშე შეიძინოს. 

 

მოთხოვნის ამგვარ დინამიკას რამდენიმე კონკრეტული ფაქტორი განაპირობებს: მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მზარდი ქალაქგეგმარება და ახალი ეკონომიკური ცენტრების გაჩენა. ამას ემატება კიდევ ერთი მყარი არგუმენტი - თბილისში ბინების გაქირავებაზე სტაბილურად მაღალი მოთხოვნა. მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი იჯარა წლიდან წლამდე სულ უფრო მომგებიანი ხდება, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ცენტრალურ ნაწილში, სადაც ბიზნესკლასის საცხოვრებელზე დეფიციტი მუდმივად იგრძნობა.

 

შესაბამისად, მიზნობრივი ინვესტირება უძრავ ქონებაში მფლობელს ორმაგ ფინანსურ სარგებელს აძლევს: მყარ ყოველთვიურ პასიულ შემოსავალს იჯარიდან და ბინის ღირებულების სტაბილურ ზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

ინვესტირება უძრავ ქონებაში და დროის ფაქტორი: რაზე მიუთითებს 15%-მდე უკუგება 2 წელიწადში?

15%-იანი ზრდა კონკრეტული სტრუქტურული ლოგიკის შედეგია. როდესაც პროექტი განვითარების საწყის ეტაპზეა, კვადრატული მეტრის ფასი მინიმალურ ნიშნულზეა დაფიქსირებული. შესაბამისად, ადრეული ეტაპის მყიდველი, რომელიც პროექტს საძირკვლის ჩაყრისას უცხადებს ნდობას, სანაცვლოდ უნიკალურ საფასო უპირატესობას იღებს. სწორედ ეს სხვაობა - საწყის საფასურსა და დასრულებული ობიექტის საბაზრო ღირებულებას შორის,  განსაზღვრავს იმ 15%-იან უკუგებას, რომელსაც „კოორდინატი’’ პარტნიორებს სთავაზობს. ინვესტირება უძრავ ქონებაში ამ ფაზაში ნიშნავს სტრატეგიულად გათვლილ ნაბიჯს.

 

თავის მხრივ, ამ ნაბიჯის ეფექტურობას პროექტის 2-წლიანი სამშენებლო ციკლი განაპირობებს, რომლის განმავლობაშიც ერთდროულად სამი რეალური ფაქტორი აქტიურდება. პირველი - ეს არის უკვე დასრულებული ობიექტი, რაც თავისთავად ზრდის მის საბაზრო წონას; მეორე - თავად ლოკაციის ურბანული განვითარება და მისი ღირებულების მატება; და მესამე - დეველოპერის მიერ გადახდის წინასწარ გაწერილი გრაფიკი, რომელიც სამშენებლო ფაზების მიხედვით კვადრატული მეტრის ფასის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს. ეს სამი კომპონენტი სინქრონულად, ერთი მიმართულებით მოქმედებს. შესაბამისად, მაღალი ფინანსური ამონაგებიც პროექტის სწორად დაგეგმილი, ეტაპობრივი განვითარების კანონზომიერი შედეგია.

 

ამ საფასო გრაფიკიდან გამომდინარე, დროის ფაქტორი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან ყოველი მომდევნო კვარტლის განმავლობაში საწყისი ღირებულება იზრდება. აქედან გამომდინარე, საინვესტიციო ქონება ნაკლებად მომგებიანი ხდება მათთვის, ვინც გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებს და ხელსაყრელ მომენტს კარგავს. „კოორდინატის’’ შემთხვევაში, მაქსიმალური ფინანსური სარგებლის მიღება სწორედ მიმდინარე ეტაპზეა შესაძლებელი, სანამ საწყისი, ყველაზე ხელსაყრელი პირობები მოქმედებს - ეს საფასო უპირატესობა კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც მას პროექტის შიდა, ფუნდამენტურ მახასიათებლებს ვადარებთ.

 

პასიური შემოსავალი თუ კაპიტალის ზრდა - ინვესტირების მიმართულებები ,,კოორდინატში’’

„კოორდინატში’’ ბინის შეძენა, გაქირავების სტრატეგიის არჩევის შემთხვევაში, სტაბილური და პროგნოზირებადი შემოსავლის წყაროა. თბილისი დინამიკური ცენტრია, სადაც სხვა ქვეყნებიდან თუ ქალაქებიდან ჩამოსული სტუმრებისა და ადგილობრივების მხრიდან ბიზნესკლასის საცხოვრებელზე მუდმივად მაღალი ინტერესია. პროექტის გამორჩეული ლოკაცია და არქიტექტურული კლასი კი სწორედ ის მთავარი ფაქტორებია, რომლებიც კომპლექსს საგრძნობ კონკურენტუნარიანობას სძენს. შედეგად, მფლობელი იღებს გრძელვადიან პასიურ შემოსავალს, რომელიც დროთა განმავლობაში საწყისი ინვესტიციის მნიშვნელოვან ნაწილს სრულად ფარავს.

 

სულ სხვა, თუმცა თანაბრად ძლიერი ფინანსური ლოგიკით მუშაობს მეორე სტრატეგია, რომელიც მოკლე ან საშუალო ვადით უძრავი ქონების რეალიზაციაზეა ორიენტირებული. მშენებლობის საწყის ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილება ინვესტორს საშუალებას აძლევს, მაქსიმალური მოგება იმ საფასო სხვაობიდან ნახოს, რომელიც პროექტის წინსვლასა და თავად ლოკაციის ღირებულების ბუნებრივ მატებას მოჰყვება. ეს მიდგომა საუკეთესოდ მუშაობს მათთვის, ვისაც სურს მოკლე დროში მიიღოს სუფთა ფინანსური სარგებელი და მიღებული ამონაგები მაშინვე სხვა მიზნებს მოახმაროს.

აქ „კოორდინატის’’ უპირატესობა ის არის, რომ პროექტი ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში თანაბრად ეფექტურია. საიჯარო მოდელში - პრემიუმ ხარისხი და ადგილმდებარეობა განაპირობებს სტაბილურ მოთხოვნას, ხოლო სწრაფი რეალიზაციისას - საწყისი ფასი და ღირებულების ბუნებრივი ზრდა მაქსიმალური მოგების გარანტიაა. შესაბამისად, მყიდველი თავიდან ბოლომდე თავისუფალია არჩევანში.  ინვესტირება უძრავ ქონებაში აქ სრულიად ახალ მნიშვნელობას იძენს, რადგან ნებისმიერი გადაწყვეტილება დასაწყისშივე დაზღვეულია უნიკალური საფასო უპირატესობითა და გარანტირებული, გრძელვადიანი ღირებულებით.

 

პროფესიონალური შეფასების ფილტრი - რატომ ირჩევენ „კოორდინატს’’?

ზოგადად, თითქმის ყველა ინვესტორი ნებისმიერ პროექტს რამდენიმე მკაფიო, საბაზისო კრიტერიუმით აფასებს: დეველოპერის სანდოობა, შესრულებული სამუშაოების ისტორია, მშენებლობის ხარისხი და ადგილმდებარეობის პოტენციალი. „კოორდინატი’’ ამ ფილტრს მარტივად გადის, რადგან პროექტი თავიდანვე იმ მაღალი სტანდარტით შეიქმნა, რომელიც ამ სეგმენტის მყიდველების მოლოდინებს ჩანასახშივე პასუხობს.

ცხადია, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. გამოცდილი ინვესტორები, როგორც წესი, გადაწყვეტილებას უფრო სიღრმისეული ფაქტორების ანალიზით იღებენ. 

 

პირველი დამატებით კრიტერიუმი ლიკვიდურობაა - რამდენად სწრაფად და ხელსაყრელი პირობებით არის შესაძლებელი ბინის გაყიდვა საჭიროების შემთხვევაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბიზნესკლასის უძრავი ქონება თბილისში ეკონომიკური რყევების მიმართ ბევრად მდგრადია, რადგან მისი აუდიტორია სტაბილური მსყიდველობითი უნარით გამოირჩევა. „კოორდინატის’’ კონცეფციაც ზუსტად ამ ლოგიკას ეფუძნება.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც პროფესიონალები ყოველთვის ითვალისწინებენ, დროის კონტექსტია. ,,კოორდინატის’’ ბაზარზე გამოჩენა იდეალურად ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც თბილისში ბიზნესკლასის საცხოვრებელზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება.

აქედან გამომდინარე, სწორედ საბაზისო ხარისხისა და ამ დამატებითი საინვესტიციო კომპონენტების - ლიკვიდურობისა და სწორად შერჩეული დროის, ერთობლიობა განაპირობებს იმას, რომ პროექტი ნებისმიერ პროფესიონალურ ფილტრს წარმატებით გადის. 

 

 

ხშირად დასმული კითხვები - FAQ

 

რატომ მიიჩნევა ინვესტირება უძრავ ქონებაში კაპიტალის დაცვის საუკეთესო საშუალებად?

სხვა მიმართულებებისგან განსხვავებით, ინვესტირება უძრავ ქონებაში ფიზიკურ, ხელშესახებ ფასეულობას ეყრდნობა. ასეთი ქონების ღირებულებას რეალური ბაზარი და ლოკაცია განსაზღვრავს და არა - დროებითი, არაპროგნოზირებადი განწყობები. ამას ემატება ორმაგი სარგებელი: თქვენი კაპიტალი ერთდროულად დაცულია ინფლაციისგან და ამასთანავე, მოაქვს მუდმივი ამონაგებიც - იჯარით ან ქონების ღირებულების ზრდით.
 

რატომ არის ინვესტირება უძრავ ქონებაში ყველაზე მომგებიანი მაინცდამაინც მშენებლობის საწყის ეტაპზე?

საწყის ეტაპზე კვადრატული მეტრის ფასი ყველაზე დაბალია, რადგან პროექტი ჯერ არ ითვალისწინებს დასრულებული ობიექტის სრულ საბაზრო ღირებულებას. მშენებლობის პროგრესთან ერთად კი ეს სხვაობა ეტაპობრივად იზრდება. შესაბამისად, ინვესტირება უძრავ ქონებაში, მშენებლობის ადრეულ ფაზაში, ნიშნავს მაქსიმალურ უკუგებას მინიმალური საწყისი დანახარჯით.

 

რით არის განპირობებული ბიზნესკლასის კომპლექსის უპირატესობა სტანდარტულ საცხოვრებელ პროექტებთან შედარებით?

სტანდარტული მშენებლობებისგან განსხვავებით, ბიზნესკლასის უძრავი ქონება თბილისში ორიენტირებულია ექსკლუზიურ არქიტექტურაზე, პრემიუმ მასალებსა და განვითარებულ შიდა ინფრასტრუქტურაზე. ეს მაღალი ხარისხი კი განაპირობებს იმას, რომ მსგავსი ტიპის საინვესტიციო ქონება ყოველთვის მოთხოვნადია - ადვილად ქირავდება, დროთა განმავლობაში ძვირდება და კრიზისის დროსაც კი არ კარგავს თავის რეალურ ფასს. 

მედია & სიახლეები

ბინები ემიგრანტებისთვის კოორდინატში

ბინები ემიგრანტებისთვის - დისტანციურად შეძენის შესაძლებლობები და პირობები

წაიკითხე სრულად

ბინის ყიდვა იპოთეკით

ბინის ყიდვა იპოთეკით - ეტაპობრივი გზამკვლევი | ,,კოორდინატი’’

წაიკითხე სრულად

ბინების ფასი კოორდინატში

ბინების ფასი „კოორდინატში’’ - რა ღირს კვადრატული ორთაჭალაში?

წაიკითხე სრულად