საინვესტიციო ბინა ორთაჭალაში - რატომ ირჩევენ ინვესტორები „კოორდინატს’’?
-large.webp)
შეიძინო საინვესტიციო ბინა ორთაჭალაში დღეს ბევრად უფრო რაციონალური ფინანსური გადაწყვეტილებაა, ვიდრე საბანკო დეპოზიტი. ეს იმიტომ, რომ უძრავი ქონება მოგების ორ დამოუკიდებელ წყაროს აერთიანებს: სტაბილურ ყოველთვიურ შემოსავალს იჯარიდან და თავად აქტივის მზარდ საბაზრო ღირებულებას. დეპოზიტის სარგებელი კი ხშირად მხოლოდ ინფლაციის ტემპს ეწევა და კაპიტალის რეალური მსყიდველობითი უნარი უცვლელი რჩება.
,,კოორდინატის’’ შემთხვევაში პირველ ფინანსურ მოდელს განსაკუთრებულ ძალას ორთაჭალის სტრატეგიული მდებარეობა სძენს. დიპლომატიური კორპუსისა და სახელმწიფო უწყებების სიახლოვე გარანტიას იძლევა, რომ ფართზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალი და სტაბილური იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ლოკაცია საკმარისი არ არის, აქ მთავარი კითხვა ამ ფორმით უნდა დაისვას: ,,რამდენად შეინარჩუნებს შენობა აქტუალობას წლების შემდეგ?’’.
ბიზნესკლასის საინვესტიციო აპარტამენტები: რატომ არ ძველდება „კოორდინატის’’ ხარისხი?
შენობის არქიტექტურული ღირებულება ყველაზე მეტად მაშინ უფასურდება, როდესაც მშენებლობის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები მოკლევადიან ეკონომიაზეა გათვლილი. მასალები, კონსტრუქციული თავისებურებები და ის დეტალები, რომლებიც პირველ წლებში თუ შეუმჩნეველია, დროთა განმავლობაში აუცილებლად იჩენს თავს.
სწორედ ამიტომ, პროექტის ხარისხი ჯერ კიდევ დაპროექტების ეტაპზე გაკეთებული სწორი არჩევანით იზომება: მასალების მდგრადობით, კედლების კონსტრუქციით, საინჟინრო და საიზოლაციო სისტემების გამძლეობით და ა.შ. „კოორდინატის’’ შემთხვევაში ყველა ეს გადაწყვეტილება ბიზნესკლასის ლოგიკას ეფუძნება - არა მხოლოდ დღევანდელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, არამედ იმისთვის, რომ შენობამ წლების შემდეგაც პირვანდელი კლასის ვიზუალი შეინარჩუნოს.
პრაქტიკაში ეს რამდენიმე ფუნდამენტურ დეტალში გამოიხატება. პირველი ჭერის სიმაღლეა, რომელიც სივრცეს ვიზუალურ თავისუფლებას სძენს და ბინას ათწლეულების შემდეგაც თანამედროვე იერს უნარჩუნებს. მეორე - ფასადის მასალებია, რომლებიც კლიმატურ პირობებს ისე უძლებს, რომ შენობის ვიზუალი პირვანდელ სახეს არ კარგავს. მესამე კი საერთო სივრცეებია - ლობი, ლიფტები თუ დერეფნები - ის ზონები, სადაც პროექტის რეალური ხარისხი და კლასი ყველაზე უკეთ იკითხება.
საინვესტიციო ჭრილში ეს მდგრადობა პირდაპირ კაპიტალის დაცულობას ნიშნავს. შენობა, რომელიც ვიზუალურად და ფუნქციურად არ ძველდება, ბაზარზე მოთხოვნადიც ხანგრძლივად რჩება, რაც იმის გარანტიაა, რომ საინვესტიციო ბინა დროსთან ერთად არ გაუფასურდება. პირიქით, ასეთ გარემოში ქირის ფასი, როგორც წესი, სტაბილურობას ინარჩუნებს, რადგან მოიჯარისთვის პრესტიჟულ მისამართთან ერთად ის ხარისხიც გადამწყვეტია, რომელშიც ყოველდღიურად ცხოვრობს.
ორთაჭალაში ეს დინამიკა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ბაზარი ბიზნესკლასის პროექტების დეფიციტს განიცდის, მოთხოვნა კი მზარდია. სწორედ ამ პირობებში იკვეთება ინვესტორისთვის ყველაზე ხელსაყრელი სცენარი: აქტივი, რომელიც დროსთან ერთად მუდმივად ზრდის საკუთარ ღირებულებას, როგორც საიჯარო შემოსავლის, ისე საბაზრო ფასის კუთხით.
44 თვე, ნული პროცენტი: როგორ მუშაობს „კოორდინატის’’ საინვესტიციო მოდელი?
განვადება, როგორც წესი, სტანდარტული ფინანსური ინსტრუმენტია - იხდი ეტაპობრივად, თუმცა საბოლოო ჯამში იხდი იმაზე მეტს, ვიდრე პროდუქტი ღირს. „კოორდინატის’’ 44-თვიანი შიდა განვადება სრულიად სხვა ლოგიკით მუშაობს: ნულოვანი პროცენტი ნიშნავს, რომ ფარავთ ზუსტად ბინის ღირებულებას - ზედმეტი დანახარჯის გარეშე. ინვესტორისთვის ეს კრიტიკული უპირატესობაა, რადგან საბანკო იპოთეკის შემთხვევაში პროცენტი ხშირად აქტივის საბოლოო ფასს 30-40%-ით ზრდის.
თუმცა, ყველაზე საინტერესო ის პროცესია, რომელიც ამ 44 თვის განმავლობაში ვითარდება. თუ განვადებით სარგებლობთ და ბინა უკვე ექსპლუატაციაშია, იჯარიდან მიღებული ამონაგები განვადების გადასახადს ნაწილობრივ ან სრულად ფარავს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ თქვენს აქტივს სხვისი ფული ანაზღაურებს, რაც, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საინვესტიციო სტრატეგიაა უძრავი ქონების ბაზარზე.
გადახდის გრაფიკი კი რამდენიმე სქემას მოიცავს და სხვადასხვა ფინანსურ საჭიროებაზეა მორგებული - დაწყებული პირველადი შენატანის ოდენობით, დასრულებული ყოველთვიური გადასახადის თქვენთვის კომფორტული მოცულობის განსაზღვრით. ეს მოქნილობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც კაპიტალს რამდენიმე მიმართულებით ანაწილებს და ერთიანი თანხის ერთბაშად დაბანდება ოპტიმალურ გამოსავლად არ მიაჩნია. კონკრეტული, თქვენზე მორგებული სქემის შესარჩევად კი ,,კოორდინატის’’ გაყიდვების ოფისში ერთი სამუშაო შეხვედრაც საკმარისია.
ვინ ქირაობს ბიზნესკლასის საინვესტიციო ბინას ორთაჭალაში და რა ფასად?
ორთაჭალის მოიჯარეთა სეგმენტი სპეციფიკურია და ეს თავისებურება პირდაპირ საიჯარო შემოსავლის სტაბილურობაში აისახება. უბნის ხასიათი - საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სახელმწიფო უწყებების სიმრავლე, იმ კატეგორიის მოიჯარეებს იზიდავს, რომლებიც გრძელვადიანი კონტრაქტებითა და საიმედო გადახდისუნარიანობით გამოირჩევიან. დიპლომატი ან საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი ბინას მხოლოდ რამდენიმე თვით არ ქირაობს, ის, როგორც წესი, მინიმუმ ორი-სამი წლით სახლდება და ხარისხზე კომპრომისს არ აკეთებს, რადგან ხშირად საცხოვრებელ ხარჯებს დამსაქმებელი ორგანიზაცია ფარავს.
სწორედ მოიჯარეთა ეს პროფილი განსაზღვრავს სტაბილურ საიჯარო ნიშნულს. ორთაჭალაში ბიზნესკლასის აპარტამენტებზე საშუალო ფასი თბილისის სხვა პრესტიჟულ უბნებთან მიმართებით სრულად კონკურენტუნარიანია და მზარდი მოთხოვნით მათ ხშირად აჭარბებს კიდეც. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ბაზრის რყევების დროს, როდესაც სხვა სეგმენტებში მესაკუთრეები იძულებულნი ხდებიან ქირა შეამცირონ, ორთაჭალაში არსებული ბიზნესკლასის უძრავი ქონების მფლობელები ამ წნეხისგან მეტად არიან დაცულნი - აქ არსებული მაღალი მოთხოვნა თავადვე აზღვევს ფასს.
საინვესტიციო კუთხით კი გადამწყვეტი არა მხოლოდ ქირის ოდენობა, არამედ პროცესის უწყვეტობაა. ცარიელი საინვესტიციო ბინა ინვესტორისთვის ორმაგი ხარჯია, რადგან ის ერთი მხრივ ვერ იღებს სტაბილურ შემოსავალს და მეორე მხრივ, მაინც უწევს მიმდინარე კომუნალური და ადმინისტრაციული გადასახადების გადახდა. ორთაჭალაში, სადაც საინვესტიციო აპარტამენტები შეზღუდული რაოდენობითაა წარმოდგენილი, ეს რისკი მინიმალურია - ხარისხიანი და თანამედროვე ფართი ამ ლოკაციაზე თავისუფალი იშვიათად რჩება.
მოცდა თუ მოქმედება: რომელი სტრატეგიაა უფრო რაციონალური?
თბილისში საინვესტიციო ბინა, რომელიც დღეს კონკრეტულ ფასადაა ხელმისაწვდომი, რამდენიმე თვეში იმავე ნიშნულზე აღარ დაგხვდებათ - განსაკუთრებით მაშინ, როცა პროექტი მშენებლობის აქტიურ ფაზაშია. ღირებულება სამუშაოების პროგრესთან ერთად იზრდება და ეს დინამიკა არ ჩერდება. ამიტომ, მოცდის სტრატეგია უძრავი ქონების ბაზარზე იშვიათადაა გამართლებული.
საინვესტიციო ბინები, რომლებიც ბიზნესკლასის სეგმენტში, მოთხოვნად ლოკაციებზე მდებარეობს, კიდევ ერთ სპეციფიკურ რისკს ითვალისწინებს. ორთაჭალაში ახალი, მაღალი კლასის პროექტები ყოველ წელს არ შენდება, შესაბამისად, „კოორდინატის’’ კონკრეტული ბინა, რომელიც დღეს თავისუფალია, თვეების შემდეგ შესაძლოა გაყიდული დაგხვდეთ. აქედან გამომდინარე, მოცდის შემთხვევაში, თქვენ არა მხოლოდ დროს კარგავთ, არამედ შესაძლებლობასაც, რადგან ბაზარზე არსებული საუკეთესო საინვესტიციო ბინები, როგორც წესი, ყველაზე სწრაფად ქრება.
ამიტომ, დაჯავშნეთ კონსულტაცია ,,კოორდინატის’’ გაყიდვების მენეჯერთან დღესვე და შეარჩიეთ თქვენს ფინანსურ მიზნებზე მორგებული საინვესტიციო მოდელი.
ხშირად დასმული კითხვები - FAQ
რა არის საინვესტიციო ბინა და რით განსხვავდება ჩვეულებრივი საცხოვრებელი ბინისგან?
საინვესტიციო ბინა არის უძრავი ქონება, რომელსაც მყიდველი არა საცხოვრებლად, არამედ შემოსავლის მისაღებად ყიდულობს - ძირითადად გასაქირავებლად ან მოგვიანებით გასაყიდად. ჩვეულებრივი საცხოვრებელი ბინისგან განსხვავებით, საინვესტიციო აპარტამენტის შერჩევისას პირველ რიგში ფასის, ლოკაციისა და გაქირავების პოტენციალის მიხედვით ხელმძღვანელობენ.
საინვესტიციო აპარტამენტების კუთხით, თბილისის რომელ უბანზე სჯობს არჩევანის შეჩერება?
საინვესტიციო აპარტამენტების შესაძენად ორთაჭალა ერთ-ერთი ყველაზე გონივრული ლოკაციაა, რადგან აქ არსებული დიპლომატიური კორპუსი და სახელმწიფო უწყებები მუდმივად ქმნის მოთხოვნას ხარისხიან ფართებზე. ამ უბანში ბიზნესკლასის პროექტების ნაკლებობაა, რაც თქვენს საკუთრებას უფრო ღირებულს გახდის.
როდის შევიძინო საინვესტიციო ბინა - მშენებლობის ადრეულ ეტაპზე თუ უკვე აშენებულ მდგომარეობაში? რომელია უფრო რაციონალური არჩევანი?
არჩევანი თქვენს ფინანსურ სტრატეგიაზეა დამოკიდებული, თუმცა მაქსიმალური მოგების მიღების კუთხით, მშენებლობის ადრეული ეტაპი შეუდარებელია. ამ დროს ბინის ღირებულება მინიმალურია და პროექტის განვითარებასთან ერთად, თქვენი კაპიტალი ავტომატურად იზრდება. მშენებლობის დასრულებისას კი აქტივი, საწყის ფასთან შედარებით, როგორც წესი, ყოველთვის ბევრად ძვირი ღირს.
შეიძლება თუ არა საინვესტიციო ბინების შეძენა განვადებით?
დიახ, საინვესტიციო ბინების შეძენა განვადებით არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ ხშირად ყველაზე მომგებიანი ფინანსური სტრატეგიაცაა. განსაკუთრებით მიმზიდველია დეველოპერის შიდა, უპროცენტო განვადება, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თავიდან აიცილოთ საბანკო გადასახადები და ზედმეტი დანახარჯები.
მედია & სიახლეები
-(1)-large.webp)
ბინები ემიგრანტებისთვის - დისტანციურად შეძენის შესაძლებლობები და პირობები
წაიკითხე სრულად

ბინის ყიდვა იპოთეკით - ეტაპობრივი გზამკვლევი | ,,კოორდინატი’’
წაიკითხე სრულად
-large.webp)
ბინების ფასი „კოორდინატში’’ - რა ღირს კვადრატული ორთაჭალაში?
წაიკითხე სრულად