უკან დაბრუნება

ბინის ყიდვა იპოთეკით - ეტაპობრივი გზამკვლევი | ,,კოორდინატი’’

ბინის ყიდვა იპოთეკით

ბინის ყიდვა იპოთეკით რამდენიმე თანმიმდევრულ ეტაპს მოიცავს: საწყისი შენატანისა და ბიუჯეტის განსაზღვრას, ბანკის შერჩევას, სესხის წინასწარ დამტკიცებას, ბინის დაჯავშნასა და საკუთრების საბოლოო რეგისტრაციას. ბიუროკრატიული პროცედურებისა და მრავალი დეტალის გამო, მყიდველებს ხშირად უჭირთ პროცესის სწორად დაგეგმვა - რომელი ბანკი შეარჩიონ, რა პირობები გაითვალისწინონ და როგორ დააკავშირონ საბანკო პროცედურები დეველოპერთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან.

 

კოორდინატი’’ ამ პროცესს საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ამარტივებს. მყიდველს არ უწევს ბანკში ცალკე ვიზიტების დაგეგმვა და საკრედიტო პირობების დამოუკიდებლად გარკვევა - საჭირო ინფორმაციისა და კონსულტაციის მიღება „კოორდინატის’’ გუნდთან ბინის შერჩევის პროცესშივე შეგიძლიათ. შედეგად, ერთი ვიზიტით ან ზარით იღებთ პასუხებს როგორც ბინის შეძენის, ისე დაფინანსების პირობების შესახებ და თავიდანვე იცით, რა ნაბიჯების გავლა დაგჭირდებათ. 

 

 

რატომ არის მარტივი ბინის ყიდვა იპოთეკით ,,კოორდინატის’’ კომპლექსში?

 

„კოორდინატის’’ გუნდს იპოთეკური დაფინანსების პროცესის მართვის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, დაინტერესებული მყიდველი იღებს არა მხოლოდ ზოგად ინფორმაციას იპოთეკის შესახებ, არამედ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებულ პრაქტიკულ პასუხებსაც - რა დოკუმენტებია საჭირო, როგორ მიმდინარეობს პროცედურები და რა თავისებურებები შეიძლება ჰქონდეს მშენებარე ობიექტზე საკუთრების რეგისტრაციას. დაგროვილი გამოცდილება გუნდს საშუალებას აძლევს, მყიდველს საჭირო ინფორმაცია დროულად მიაწოდოს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ როდესაც ბინის შეძენისა და დაფინანსების პროცესები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, შესაძლოა დეველოპერისთვის წარდგენილი დოკუმენტების ან ინფორმაციის ბანკისთვის ხელახლა მომზადებაც გახდეს საჭირო. „კოორდინატში’’ ეს პროცესი უფრო კოორდინირებულად მიმდინარეობს - პროექტის გუნდი და საბანკო მიმართულება ერთმანეთთან თანამშრომლობენ, რაც ზედმეტი დოკუმენტაციისა და დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურების შემცირებას უწყობს ხელს.

მყიდველს ასევე აქვს შესაძლებლობა, პროცესის სხვადასხვა ეტაპზე კითხვების დასაზუსტებლად „კოორდინატის’’ გუნდს ნებისმიერ დროს მიმართოს, იქნება ეს ინფორმაცია კონკრეტულ ბინაზე, გადახდის პირობებზე თუ იპოთეკური დაფინანსების პროცედურებზე. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც ბინას იპოთეკით პირველად ყიდულობს და ჯერ არ იცის, რომელ ეტაპზე რომელ მხარეს უნდა მიმართოს. შედეგად, საჭირო ინფორმაციის მოძიება და პროცესის მართვა რამდენიმე დამოუკიდებელ არხთან კომუნიკაციის ნაცვლად, უფრო მარტივად და თანმიმდევრულად არის შესაძლებელი.  

 

 

როგორ ხდება ბინის ყიდვა იპოთეკით? - პირველი ნაბიჯიდან საკუთრების რეგისტრაციამდე 

 

პროცესი იწყება ბიუჯეტისა და საწყისი შენატანის განსაზღვრით - მყიდველმა პირველ ეტაპზე უნდა დაადგინოს, რა თანხის დაფარვა შეუძლია საკუთარი სახსრებით და რა ნაწილის დაფინანსება დასჭირდება საბანკო სესხით. ამის შემდეგ განიხილება ბანკისა და საკრედიტო პირობების ვარიანტები, მათ შორის საპროცენტო განაკვეთი, სესხის ვადა და ყოველთვიური გადასახდელი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზევე განისაზღვროს ისეთი პირობები, რომელთა შესრულებასაც მყიდველი გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლებს.

ამასთან, ,,კოორდინატში’’ ბინის შეძენისას გასათვალისწინებელია დეველოპერის მიმდინარე შეთავაზებებიც. მაგალითად, ამ ეტაპზე სოლოს კლიენტებისთვის მოქმედებს 5%-იანი ფასდაკლება ბინის ღირებულებაზე, გადახდის პირობების მიუხედავად, რაც შესაძლოა საბოლოო ბიუჯეტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს. 

შემდეგი ეტაპია სესხის წინასწარი დამტკიცება, რომლის დროსაც ბანკი მყიდველის შემოსავლის, საკრედიტო ისტორიისა და სხვა ფინანსური მონაცემების საფუძველზე აფასებს მის შესაძლებლობას და განსაზღვრავს სავარაუდო საკრედიტო ლიმიტს. ამისთვის მყიდველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემოსავლის შესახებ ინფორმაცია და ბანკის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია. სესხის ლიმიტის დამტკიცების შემდეგ უკვე უფრო მკაფიო ხდება, რა ღირებულების ბინის შეძენა შეუძლია მყიდველს და რა ოდენობის თანხის დაფინანსებას შეძლებს ბანკი.

ამის შემდეგ მყიდველი ირჩევს კონკრეტულ ბინას და, საჭიროების შემთხვევაში, ჯავშნის სასურველ უძრავ ქონებას. შემდეგ ფორმდება დეველოპერთან შეთანხმებული ხელშეკრულება და სრულდება დაფინანსებისთვის საჭირო პროცედურები. საბოლოო ეტაპზე ბინის საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში, ხოლო იპოთეკური სესხის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ჩანაწერი რეგისტრირდება ბანკის სასარგებლოდ. მშენებარე ობიექტის შემთხვევაში რეგისტრაციის პროცედურა და მისი დრო კონკრეტული პროექტის სტატუსზეა დამოკიდებული. ამიტომ საბოლოო ეტაპების ზუსტი თანმიმდევრობა წინასწარ უნდა დაზუსტდეს როგორც დეველოპერთან, ისე ბანკთან.

 

 

ბინები იპოთეკით თბილისში - რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

 

იპოთეკური სესხის არჩევისას, მნიშვნელოვანია, რამდენად დიდი იქნება სესხის საერთო ღირებულება მთელი ვადის განმავლობაში და რა თანხას გადაიხდით საბოლოოდ ბანკში. შედარებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მხოლოდ ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს, არამედ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთსა და სესხთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებსაც. სწორედ ეს მონაცემები გაძლევთ საშუალებას, სხვადასხვა შეთავაზება ერთმანეთს  რეალურად შეადაროთ და მხოლოდ დაბალი საწყისი გადასახადით არ იხელმძღვანელოთ.

გასათვალისწინებელია სესხის ვადაც. ხანგრძლივი ვადა, როგორც წესი, ამცირებს ყოველთვიურ გადასახადს, თუმცა ამ შემთხვევაში სესხის მომსახურების პერიოდი იზრდება და საბოლოოდ გადახდილი თანხაც შეიძლება მეტი იყოს. შედარებით მოკლე ვადა კი ყოველთვიურად უფრო მაღალ ფინანსურ დატვირთვას ნიშნავს, თუმცა სესხის უფრო სწრაფად დაფარვის შესაძლებლობას იძლევა. ამიტომ ვადის შერჩევისას მნიშვნელოვანია იპოვოთ ბალანსი ყოველთვიურ გადასახდელსა და სესხის საერთო ღირებულებას შორის და ამასთან ერთად, გაითვალისწინოთ თქვენი შემოსავლის სტაბილურობა.

ასევე წინასწარ უნდა გაარკვიოთ, რა შესაძლებლობები არსებობს თქვენს შემთხვევაში სესხის ვადაზე ადრე დასაფარად ან დამატებითი თანხის შეტანის შემთხვევაში. თუ მომავალში შემოსავალი გაიზარდა და სესხის ნაწილის წინსწრებით დაფარვა გადაწყვიტეთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ ბანკის შესაბამისი პირობები და შესაძლო საკომისიოები. ყურადღება უნდა მიაქციოთ სესხის ვალუტასაც - განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი შემოსავალი და იპოთეკური ვალდებულება სხვადასხვა ვალუტაშია.  

 

 

რატომ უნდა აირჩიოთ ,,კოორდინატი’’?

 

ბინის ყიდვა იპოთეკით გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მყიდველმა პროცესის დაწყებამდე ზუსტად იცოდეს, რა პირობებს ეთანხმება, რა ვადებია გათვალისწინებული და რა შეიძლება შეიცვალოს გარიგების სხვადასხვა ეტაპზე. „კოორდინატი’’ მყიდველს პირობებისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის წინასწარ მიღების შესაძლებლობას აძლევს, რათა მან გადაწყვეტილება სრულყოფილი ინფორმაციის საფუძველზე მიიღოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ბინას დისტანციურად იძენენ ან როცა გადაწყვეტილების მისაღებად შეზღუდული დრო აქვთ და სურთ, თავიდანვე მკაფიოდ ჰქონდეთ განსაზღვრული პროცესის ძირითადი პირობები.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა მყიდველის ფინანსური მდგომარეობა და საჭიროება ერთნაირი არ არის. განსხვავდება შემოსავალი, სესხის ვადა, საჭირო თანხა და სხვა გარემოებები, რომლებიც საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს. „კოორდინატის’’ გუნდთან კონსულტაციისას მყიდველს შეუძლია საკუთარი სიტუაციის შესაბამისად დასვას კონკრეტული კითხვები და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია - იქნება ეს დაფინანსების პირობები, გადახდის ვადა თუ ბინის შეძენასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. 

 

 

ხშირად დასმული კითხვები - FAQ

 

როგორ ხდება ბინის ყიდვა იპოთეკით?

ბინის ყიდვა იპოთეკით რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს: პირველ რიგში განისაზღვრება მყიდველის ბიუჯეტი და ყოველთვიური შენატანი, შემდეგ განიხილება საკრედიტო პირობები და წინასწარ მტკიცდება სესხის ლიმიტი. ამის შემდეგ მყიდველი ირჩევს სასურველ ბინას, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები და სრულდება ბანკისა და საჯარო რეესტრის მიერ მოთხოვნილი პროცედურები. კონკრეტული პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს ბანკისა და პროექტის მიხედვით, ამიტომ დეტალები წინასწარ უნდა დაზუსტდეს.

 

რა თანხა მჭირდება, რომ შევიძინო ბინა ან ბინები იპოთეკით თბილისში?

საჭირო თანხის ოდენობა დამოკიდებულია ბინის ღირებულებაზე, ბანკის საკრედიტო პირობებზე, მყიდველის ფინანსურ მდგომარეობასა და კონკრეტულ პროექტზე. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ერთიანი თანხის დასახელება შეუძლებელია.  

 

რამდენ ხანში მტკიცდება იპოთეკური სესხი?

იპოთეკური სესხის დამტკიცების ვადა ყველა შემთხვევაში ერთნაირი არ არის. ის დამოკიდებულია მყიდველის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, ბანკის შიდა პროცედურებსა და საკრედიტო ისტორიაზე.  სესხის წინასწარი დამტკიცებისა და საბოლოო დამტკიცების ეტაპებიც შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. აქედან გამომდინარე, დაგეგმვისას უმჯობესია საკრედიტო პროცესისთვის საჭირო დრო წინასწარ გაითვალისწინოთ და კონკრეტული ვადები ბანკთან დააზუსტოთ.

   

რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი სესხის რეალური ღირებულების მთავარი საზომია, რადგან ის ნომინალურ პროცენტთან ერთად ყველა დამატებით საკომისიოსა და სავალდებულო ხარჯს აერთიანებს. ზუსტად ამიტომ, სხვადასხვა საბანკო შეთავაზების შედარებისას მხოლოდ საბაზისო პროცენტზე დაყრდნობა არასწორია - რეალურ სურათს სწორედ ეფექტური განაკვეთი აჩვენებს.


 

მედია & სიახლეები

ბინები ემიგრანტებისთვის კოორდინატში

ბინები ემიგრანტებისთვის - დისტანციურად შეძენის შესაძლებლობები და პირობები

წაიკითხე სრულად

ბინების ფასი კოორდინატში

ბინების ფასი „კოორდინატში’’ - რა ღირს კვადრატული ორთაჭალაში?

წაიკითხე სრულად

ბინის ყიდვა იპოთეკით თუ შიდა განვადებით? - რომელია საუკეთესო გზა უძრავი ქონების შესაძენად?

ბინის ყიდვა იპოთეკით თუ შიდა განვადებით? - რომელია საუკეთესო გზა უძრავი ქონების შესაძენად?

წაიკითხე სრულად