მშენებლობის ხარისხი

„კოორდინატის’’ მშენებლობის თითოეული ეტაპი ასახავს ბიზნეს კლასის არსს - სადაც კონსტრუქციული სიზუსტე და ინტერიერის დეტალები თანაბარ ყურადღებას იმსახურებს.
პრემიუმ მასალები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციური სამშენებლო გადაწყვეტილებები განსაზღვრავს სტრუქტურულ სიძლიერეს, ენერგოეფექტურობასა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას. თბოიზოლაცია, აკუსტიკა, უსაფრთხოება და ეკოლოგიური პარამეტრები ქმნის კომფორტული ცხოვრების საფუძველს, ხოლო მშენებლობის კონტროლის მრავალსაფეხურიანი სისტემა იცავს ხარისხის სტანდარტს სამშენებლო ციკლის ყველა ფაზაში.
„კოორდინატი’’ არის პროექტი, სადაც არქიტექტურული ამბიცია და სამშენებლო კულტურა ერთმანეთს ავსებს - შედეგად კი იქმნება კომპლექსი, რომელსაც ბიზნესკლასის ცნება სულ სხვა განზომილებაში გადაჰყავს.


