მულტიფუნქციური გარემო

მულტიფუნქციური გარემო

„კოორდინატი’’ გაცილებით მეტია, ვიდრე საცხოვრებელი კომპლექსი - ეს არის  მინიატურული ქალაქი ქალაქის გულში, სადაც ინფრასტრუქტურა თანამედროვე ცხოვრების რიტმსა და მრავალფეროვან მოთხოვნებს პასუხობს. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია ბიზნესცენტრი თანამედროვე დიზაინითა და ფუნქციური განლაგებით, Co-working სივრცე პირადი სამუშაო მაგიდებით, საერთო ზონებით, შეხვედრების ოთახებითა და დასასვენებელი არეალებით, სპორტული ზონა - პადელისა და ბადმინტონის მოედნებით, გასტრონომიული სივრცე, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის კულინარიულ გამოცდილებას გთავაზობთ, კაფე-რესტორნები, ბანკი, აფთიაქი და სხვ.

ამ მრავალფუნქციურ გარემოში ცხოვრების თითოეულ ასპექტს - პროფესიულს, სპორტულსა თუ პირადს, თავისი ადგილი აქვს. მაცხოვრებლებს აღარ უწევთ ქალაქის სხვადასხვა წერტილში გადაადგილება: ყველა საჭირო სერვისი, სამუშაო ზონა, აქტიური დასვენების შესაძლებლობა და გასტრონომიული არჩევანი თავმოყრილია ერთ სივრცეში, რაც ქალაქის ცენტრში ცხოვრების ხარისხის ახალ სტანდარტს აყალიბებს.

გაეცანი პროექტის ნაფიქრ დეტალებს

არქიტექტურა

წაიკითხე სრულად

მშენებლობის ხარისხი

წაიკითხე სრულად

1 ჰექტარი პარკი

წაიკითხე სრულად