ავტომობილებისგან თავისუფალი ეზო

„კოორდინატის’’ შიდა ეზო და საერთო ზონები სრულად თავისუფალია ავტომობილების მოძრაობისგან, რაც მაცხოვრებლებს უსაფრთხო და ვიზუალურად ჰარმონიულ გარემოს სთავაზობს. აქ ტრანსპორტი არ იწვევს ხმაურს და არ არღვევს საერთო სივრცის მყუდროებას - ტერიტორია რჩება ადამიანებისთვის განკუთვნილ ადგილად, სადაც შესაძლებელია სეირნობა, დასვენება და ბუნებასთან უშუალო კავშირი.
ავტომობილების სრულფასოვან მომსახურებაზე ზრუნავს ორდონიანი მიწისქვეშა პარკინგი, რომელიც აღჭურვილია ჭკვიანი სისტემით - შესასვლელი ავტომატურად ცნობს სანომრე ნიშნებს და ტერიტორიაზე უცხო ტრანსპორტის შესვლას ზღუდავს.
პარკინგის ინფრასტრუქტურა კი მოიცავს მანქანის სამრეცხაოს, ელექტრო ავტომობილების დამტენ სადგურებსა და პირადი ნივთების შესანახ სათავსოებს - დეტალებს, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ მაცხოვრებლებს ყოველდღიურად მაქსიმალური კომფორტი შესთავაზოს.


