არქიტექტურა

პროექტის არქიტექტურული კონცეფცია ეკუთვნის ცნობილ ქართველ არქიტექტორს გიორგი ხმალაძეს, რომელმაც კომპლექსში ჰარმონიულად გააერთიანა ფუნქციური დაგეგმარება, ვიზუალური სიმშვიდე და ურბანული ესთეტიკა.
შენობები ისეა მოწყობილი, რომ ბუნებრივი სინათლე მაქსიმალურად აღწევს როგორც საცხოვრებელ აპარტმანეტებს, ისე საერთო სივრცეებში, ხოლო ფასადი და მასალები ერთად ქმნის თანამედროვე იერსახეს, რომელიც ერთდროულად სიმყუდროვეს, ელეგანტურობასა და ქალაქის დინამიკას ასახავს.
დეტალებზე განსაკუთრებული ზრუნვა იგრძნობა როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერში. დიზაინში გვხვდება მარტივი და დახვეწილი ფორმები, პროპორციული გეგმარება და სივრცის ისეთი ორგანიზება, როგორიც მაცხოვრებლის ყოველდღიურ რუტინას ბუნებრივად ეხმიანება.


