მშენებლობის ხარისხი

„კოორდინატის’’ მშენებლობა ეფუძნება ხარისხის მართვის მკაფიო სტანდარტებს, რომლებიც პროექტის ყველა ეტაპზე ზედმიწევნით დაცულია - დაწყებული კონსტრუქციული გეგმარებიდან, დასრულებული დეტალების დამუშავებით. სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს წინასწარ განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, რაც შენობის სტრუქტურული სიმყარისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტია.
„ქისთოუნ დეველოპმენტმა’’ პროექტისთვის შეკრიბა გამოცდილი საინჟინრო და ტექნიკური გუნდი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინის პროფესიონალებს: არქიტექტორებს, კონსტრუქტორებს, ინჟინრებსა და ტექნიკურ ზედამხედველებს. მათი კოორდინირებული მუშაობა უზრუნველყოფს, რომ თითოეული დეტალი, იქნება ეს კონსტრუქციული ელემენტი, კომუნიკაციის სისტემა თუ სხვა, სიზუსტითა და თანამედროვე სამშენებლო სტანდარტების შესაბამისად შესრულდეს.


