ჩვენი ღირებულებები

„ქისთოუნ დეველოპმენტის’’ საქმიანობის საფუძველს ქმნის ის ღირებულებები, რომლებიც კომპანიის ხედვას, სამუშაო კულტურასა და თითოეული პროექტის ხარისხს განსაზღვრავს:
დეტალებზე ორიენტირება: კომპანიისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საერთო სურათი, არამედ თითოეული ელემენტის სიზუსტე. სწორედ დეტალებში იგრძნობა ის განსხვავება, რაც „ქისთოუნ დეველოპმენტის’’ პროექტებს გამორჩეულს ხდის.
გამართული პროცესები - სამუშაო პროცესები აგებულია წინასწარ განსაზღვრული სტრუქტურით, რაც საშუალებას აძლევს გუნდს, ეფექტურად მართოს დრო, რესურსები და ტექნიკური დეტალები.
თანმიმდევრული ხარისხი - ხარისხი კომპანიისთვის არა საბოლოო შედეგი, არამედ პროცესის მუდმივი ნაწილია და წარმოადგენს იმ ღირებულებას, რომელიც პროექტის ყველა ფაზაში თანაბრად მნიშვნელოვანია.
სწორედ ეს პრინციპებია კომპანიისთვის ის მთავარი ღერძი, რომელიც ხედვას, პროცესსა და შედეგს აერთიანებს.


